ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ
ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი რუ­სე­თის ავ­ტორ­თა და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ში და მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა მათ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლეს:

ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არის სა­უ­ბა­რი, ქარ­თველ­მა კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის 2019 წლის 14 აპ­რი­ლის სა­ერ­თო კრე­ბა­ზე შე­ად­გი­ნეს.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ავ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში შექ­მნილ ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ და მის საქ­მი­ა­ნო­ბას კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ. გან­ცხა­დე­ბას 200-ზე მეტი ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი
აწერს ხელს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლო კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის მი­მარ­თვა რუ­სეთს და ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც გა­ეგ­ზავ­ნათ.
kvirispalitra.ge "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წვრე­ბის - ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერთ უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­აჩ­ნია
ჩვე­ნი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მარ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მხო­ლოდ GCA ახორ­ცი­ე­ლებს ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რის მარ­თვას და ჰო­ნო­რა­რის შეგ­რო­ვე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ, რუ­სე­თის ჩათ­ვლით.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, ა/წლის მარ­ტში შე­იქ­მნა "სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბამ­ფლო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია" (GERA), რო­მე­ლიც პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებს იყოს კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცია. GERA-ს მცდე­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს კა­ნო­ნის უხეშ დარ­ღვე­ვას, რად­გან კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს GCA-ს კონ­კუ­რენ­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა­ნა­ი­რი კავ­ში­რი GERA-თან არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. ეს სა­ეჭ­ვო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა ასო­ცი­ა­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და ავ­რცე­ლებს დე­ზინ­ფო­რამ­ცი­ას. მათ შო­რის იმას, რომ RAO-ს შე­წყვე­ტი­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა GCA-თან, რაც სი­მარ­თლეს არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან, რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის­გან გვეც­ნო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის იუ­რი­დი­ულ პრო­ცე­დუ­რებ­თან, რაც არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

გვინ­და, ხაზი გა­ვუს­ვათ იმას, რომ GCA-ს და თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს (RAO, VOIS) შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტით და­ირ­ღვე­ვა ჩვე­ნი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, რად­გან, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა კო­ლექ­ტი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის გამო, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც იქ­ნე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ჩვენს მი­მართ. იგი­ვე მოხ­დე­ბა რუსი ავ­ტო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, რად­გან GCA-ს გარ­და ვე­რა­ვინ შეძ­ლებს შე­აგ­რო­ვოს მათი ჰო­ნო­რა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მო­გი­წო­დებთ შე­ას­რუ­ლოთ GCA-ს და თქვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა პო­ზი­ცია უჭი­რავთ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რებ­სა და ცნო­ბილ ხე­ლო­ვა­ნებს, kvirispalitra.ge მომ­ღე­რალ ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე­სა და მუ­სი­კოსს, პრო­დუ­სერ­სა და სა­მო­სის ავ­ტორს კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა სა­ჭი­როა ბა­ზარ­ზე იმა­ვე პრო­ფი­ლის მე­ო­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­მოს­ვლა, თუ ერთი უკვე წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს.

"ვისი მხრი­და­ნაც არ უნდა იყოს ეს ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი, სწო­რად არ მი­მაჩ­ნია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას გა­დავ­ხე­დავთ და თუ მო­ვი­ძი­ებთ ბრძა­ნე­ბა­სა თუ გან­კარ­გუ­ლე­ბას, მიგ­ვი­თი­თებს იმის­კენ, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­ვე საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა სხვა ანა­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ას არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნა­ბი­ჯე­ბი არა­რე­ა­ლუ­რი მგო­ნია. მე პი­რა­დად, რო­გორც მათი წევ­რსა და ავ­ტორს, მი­მაჩ­ნია, რომ უკვე არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. მათ ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლი­დან და­ი­წყეს და საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დათ, რომ თა­ვი­ან­თი საქ­მე გა­ე­მარ­თათ, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ე­წი­ათ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის. პა­რა­ლე­ლუ­რად, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია“ ავ­ტო­რებ­თან საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია, ყვე­ლა შე­კი­თხვა­ზე გვაქვს პა­სუ­ხი, ან­გა­რი­შე­ბი. ვერ ვხვდე­ბი, სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნობს, რა­ტომ უნდა გახ­დეს ვი­ღა­ცის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი", - აღ­ნიშ­ნა ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძემ.

კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ერ­თზე მეტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, მისი თქმით, რუ­სუ­ლი მხა­რე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვი თა­ვად არის და მუ­სი­კო­სის­თვის ბუნ­დო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას რო­გორ გეგ­მავს.

"ალ­ბათ, ავ­ტო­რე­ბის გა­და­ბი­რე­ბა ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ში რა­ტომ უნდა ხდე­ბო­დეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, მი­თუ­მე­ტეს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი ის არის, რომ რუ­სე­თი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­რღვე­ვია. იმას, რა­საც რუ­სეთ­ში „სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ უნდა აკე­თებ­დეს, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ბო­ლომ­დე არ ას­რუ­ლებს, რად­გან ბევ­რი ჩვე­ნი შემ­სრუ­ლებ­ლის სიმ­ღე­რე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფა­სოდ ჩა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე არ ხდე­ბა. რუ­სეთ­ში კი ეს სიმ­ღე­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლად არის ატ­ვირ­თუ­ლი და მათი მო­პარ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია", - აღ­ნიშ­ნა კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძემ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სუ­ლი მხა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­აქ­ტი­ურ­და. რუ­სულ­მა მხა­რემ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და­ი­წყო და ცდი­ლობს, ქვე­ყა­ნა­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ჰო­ნო­რა­რე­ბის მი­ღე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბა თა­ვად და­ი­წყოს.

ეს პრო­ცე­სი დღი­თი­დღე მას­შტა­ბურ სა­ხეს იღებს. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია" კი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­უ­რად იბ­რძვის. „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" სა­პირ­წო­ნედ, რუ­სულ­მა მხა­რემ "ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია" და­ა­არ­სა, რო­მელ­შიც 5 ქვე­ყა­ნა: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ბე­ლა­რუ­სი შე­დის. გარ­და ამი­სა, შე­იქ­მნა „ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, რო­მელ­მაც კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­სა და ჰო­ნო­რა­რის მფლო­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­კონ­ტო­ლე­ბა და­ი­წყო. რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი ო„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მიერ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე ნათ­ქვამ­მა უარ­მა გა­მო­იწ­ვია.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი მხა­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ სფე­რო­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის შე­სუს­ტე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, თუ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია" რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას და­ი­ჭერს, ეს CISAC-თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­არ­ღვევს, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რო­მე­ლიც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უნდა შე­ას­რუ­ლოს. იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა მკაც­რად და­იც­ვას და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ნორ­მა შე­ას­რუ­ლოს, რუ­სე­თის მიერ შექ­მნილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნულ კურსს და­ა­კარ­გი­ნებს.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?