გიორგი კეკელიძის ინიციატივას საქართველოს ვიცე-პრემიერიც შეუერთდა - "რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება ინიციატივას, მით უფრო მალე დავამკვიდრებთ ამ ფასეულ ტრადიციას"
გიორგი კეკელიძის ინიციატივას საქართველოს ვიცე-პრემიერიც შეუერთდა - "რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება ინიციატივას, მით უფრო მალე დავამკვიდრებთ ამ ფასეულ ტრადიციას"
მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს, განათლების მინისტრის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეუერთდა:

"კარგ წამოწყებაში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნოა. მით უფრო, თუ ეს წამოწყება ცოდნის მიღებას ან უბრალოდ წიგნის ჩუქების ტრადიციად დამკვიდრებას ეხმარება. თითოეული ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი ცოდნა და გამოცდილებაა. წიგნი არა მხოლოდ ცოდნის მიღება-გაღრმავებაში გვეხმარება, არამედ გამოცდილებასაც გვიზიარებს, წაკითხული ხომ უკვე განცდილსაც გულისხმობს. წიგნის ჩუქებით ერთმანეთს საგნებისა თუ
მოვლენების სხვაგვარად დანახვის შესაძლებლობას და ამ ყველაფრით გამოწვეულ ემოციასაც ვჩუქნით.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას - 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეუერთდა და 18 აპრილს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის კულტურის ცენტრს
საკუთარი ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნი აჩუქა.

მადლობა გიორგი კეკელიძეს ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს ამ წამოწყებაში მონაწილეობის მიზნით გამოწვევისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება ინიციატივას, მით უფრო მალე დავამკვიდრებთ ამ ფასეულ ტრადიციას".



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?