დიდი ფასდაკლებები, საინტერესო საჩუქრები, სიურპრიზები, ცნობილი სტუმრები - რას გიმზადებთ "ბიბლუსი" წიგნის ჩუქების დღეს? - კვირის პალიტრა

დიდი ფასდაკლებები, საინტერესო საჩუქრები, სიურპრიზები, ცნობილი სტუმრები - რას გიმზადებთ "ბიბლუსი" წიგნის ჩუქების დღეს?

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, წიგნის ჩუქების დღედ 23 აპრილი წელს დაწესდა, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივით და გრანდიოზულად უნდა აღინიშნოს. ინიციატივა საყოველთაო აღმოჩნდა, აჰყვა უამრავი საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანი, და რამდენიმე სამინისტროც კი - მათ შორის განათლების სამინისტრო. ყველა გეგმავს 23 აპრილს ყველაზე ძვირფასი, სასიამოვნო და საჭირო საჩუქრის - წიგნების ჩუქებას უამრავი ადამიანისთვის.

რა თქმა უნდა, სადაც წიგნები და საჩუქრებია, იქ არის ყოველთვის წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც პირველი გამოეხმაურა გიორგი კეკელიძის ინიციატივას და სერიოზული აქციებითა და საჩუქრებით შეუერთდა.

"ბიბლუსს" კვირეულიც კი ჰქონდა ჰაშთეგით #აჩუქეწიგნი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს ძალიან კარგი წიგნების შეძენა შეეძლოთ სერიოზული ფასდაკლებით.

მთავარ დღეს - 23 აპრილს კი "ბიბლუსმა" აქციებთან ერთად, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები დაგეგმა. გარდა იმისა, რომ 15 აპრილიდან მაღაზიის ყველა ფილიალში მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება წიგნების ფართო ასორტიმენტზე, 23 აპრილს ღონისძიებებია დაგეგმილი არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე ბიბლუსი გალერეაში და თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, არამედ მის ფარგლებს გარეთ – რეგიონებშიც: თელავსა და ბათუმში.

"ბიბლუსი გალერეაში", ჭავჭავაძის ქუჩაზე, დაგეგმილია ღონისძიებას სახელწოდებით "ავტოგრაფი", რომელსაც გაუძღვებიან ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე და მწერალი სოსო მეშველიანი.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს საქსოფონისტი, საღამოს დასასრულს კი გაიმართება ღვინის დეგუსტაცია. თითოეულ სტუმარს "ბიბლუსი" უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

თბილისი მოლის ცენტრალურ "ატრიუმში" დღესაც და ხვალაც წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით იქნება დაგეგმილი ღონისძიებები.

დღეს, 22-ში, 4-5 საათამდე კითხვის საათს ბავშვებისთვის გოგა ჩანადირის მასპინძლობს, რომელიც საბავშვო მოთხრობებს წაიკითხავს. თითოეული ბავშვი "ბიბლუსისგან" სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს.

რაც შეეხება 23 აპრილს, ეს დღე თბილისი მოლში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. თუ ბავშვი გყავთ და გსურთ დღის საინტერესოდ გატარება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ცენტრალურ ატრიუმს. თქვენი მასპინძელი 4-5 საათამდე იქნება ყველასთვის საყვარელი მომღერალი ეკა მამალაძე, რომელიც კითხვის საათს გაუძღვება. ეკა ბავშვებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილ სიმღერებსაც შეასრულებს და პატარებს კიდევ უფრო გაუფერადებს დღეს.

კითხვის საათის შემდეგ გაიმართება ხელსაქმის მასტერკლასიც, სადაც პატარები საინტერესო ნივთებს შექმნიან მოსალოც ბარათებს და თემატურ ნივთებს. მსგავსი ღონისძიებები შემეცნებითია და მიმართულია ბავშვის განავითარებისთვის. მოლის სტუმრებისთვის ბიბლუსმა იმითაც იზრუნა, რომ ხვალ მათ საინტერესო საჩუქრებსაც გადასცემს. ეს იქნება ღონისძიება რომელიც ბავშვებმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვონ.

ბიბლუსი ღონისძიებას გამართავს ასევე თელავში. 3 საათზე აქ გოგა ჩანადირი იქნება მიწვეული და პატარებისთვის საბავშვო მოთხრობებს წაიკითხავს. მკითხველები შეხვდებიან გამომცემლობა დიოგენეს წარმომადგენლებს და მათ მთარგმენელებს მიიღებენ ინფორმაციას ლიტერატურულ კონკურს PEN-მარათონზე. მკითხველები აქაც სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ.

რაც შეეხება ბათუმს, 19:00-ზე აქ ღონისძიებას გაუძღვენიან ყველასთვის საყვარელი ქართველი ავტორები თამარ ნიკურაძე და გურანდა ნიჟარაძე. ერთგულ მკითხველებს ისინი განსაკუთრებულ სიუროპრიზს ჰპირდებიან. მსურველები სრულიად უსასყიდლოდ, ავტორებისგან საჩუქრად მიიღებენ მათ წიგნებს. პროექტში სხვა ქართველი ავტორებიც ჩაერთვებიან. ღონისძიებაზე მათი წიგნებიც გაჩუქდება. ღონისძიების დასასრულს გაიმართება ღვინის უფასო დეგუსტაციაც.

აჩუქე წიგნის კვირეულის ფარგლებში ხვალის ჩათვლით გრძელდება ფასდაკლება, რომლის მეშვეობითაც "ბიბლუსში" 500-ზე მეტი დასახელების რჩეული წიგნის ყიდვაა შესაძლებელი 50%-მდე ფასდაკლებით, ზოგიერთი ბესტსელერი თითქმის განახევრებულ ფასად იყიდება.

ეს ფასდაკლება ასევე ვრცელდება "ბიბლუსის" ვებგვერდზე WWW.BIBLUSI.GE-ზე, სადაც 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე ტრანსპორტირება უფასოა, როგორც თბილისში, ისე ნებისმიერ რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში.

ამ ფასდაკლებებით და ონლაინ-მომსახურებით "ბიბლუსის" მესვეურები ცდილობენ, კიდევ უფრო გაუმარტივონ მკითხველებს უნდა მკითხველებს წიგნის შეძენის პროცესი, მეტი მოტივაცია მისცენ და წიგნის ჩუქების დღეც კიდევ უფრო ხალისიანი გახადონ.

ასე რომ, გაატარეთ 23 აპრილი, წიგნის ჩუქების დღე გრანდიოზულად და საინტერესოდ "ბიბლუსთან" ერთად.