"KTW ჯგუფი“ საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის დასახელდა
"KTW ჯგუფი“ საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის დასახელდა
"Forbes Georgia“-სა და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია "Grant Thornton“-ს მიერ მოამზადებული რეიტინგის მიხედვით, "KTW ჯგუფი“ საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის დასახელდა.

"KTW ჯგუფი“ მრავალი პრესტიჟული ჯილდოსა და სიგელის მფლობელია თავის დარგში. 2008 წლიდან დღემდე "კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ბრენდის გაყიდვების ლიდერია საექსპორტო ბაზარზე. 2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს - "დარგის ლიდერი 2015“ მფლობელი გახდა. 2016 წელს კი გადაეცა წლის საუკეთესო საწარმოს ჯილდო - "Golden Brand", ხოლო "Swiss Rating Association“ -
გან მიიღო ჯილდო - ,"Leader of the Year - 2017“. KTW ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ დაასახელა საქართველოს 10 უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიას შორის.

2018 წლიდან "KTW ჯგუფი“ აქტიურად ჩაერთო ტურიზმის განვითარებაში და თანამედროვე სტანდარტების სასტუმროებს აშენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. "ახაშენი ღვინის კურორტი“ პირველი წარმატებული პროექტია, რომელიც
კახეთში, გურჯაანის რაიონში მდებარეობს. უახლოეს მომავალში "KTW ჯგუფი“ კიდევ სამ სასტუმროს გახსნის თბილისსა და გურიაში.
"KTW ჯგუფის“ ბიზნეს საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა ბრენდი "ნენა“, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და ქართული ნატურალური ხილისაგან დამზადებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. "ნენას“ საწარმოები მდებარეობს ქედასა და ჩოხატაურში.

დღესდღეობით, "კახურ ტრადიციულ მეღვინეობა“-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი, რაც ხელს უწყობს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - უმუშევრობის დაძლევას და ეკონომიკის განვითარებას.

"KTW ჯგუფის“ დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, "Forbes Georgia“-ს რეიტინგში ქართულ კომპანიებს შორის 46-ე ადგილი არის მეტი სტიმული და მოტივაცია მომავალში 100 უმსხვილესი კომპანიის ოცეულში გადანაცვლების. წინა წლებთან შედარებით კომპანიამ უკვე 3-4-ჯერ გაზარდა ინვესტიციების მოცულობა. 2018 წელიდან კი დაიწყო ვენახების გაშენების ხუთწლიანი პროექტი, ვენახები უკვე გაშენდა კახეთში, შენდება ქართლში, რაჭაში, აჭარასა და გურიაში. ამ მიმართულებით "KTW ჯგუფი“ უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

(R)
პაატა
24 აპრილი 2019 08:42
წარმატებები KTW ჯგუფს. ნამდვილად ქართული საქმის უბალდო შემსრულებლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები