საიდან მოდის სააღდგომოდ საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია და სად შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო საჩუქრები ხელსაყრელ ფასად - კვირის პალიტრა

საიდან მოდის სააღდგომოდ საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია და სად შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო საჩუქრები ხელსაყრელ ფასად

საიდან მოდის სააღდგომოდ საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია და სად შეგიძლიათ შეარჩიოთ საუკეთესო საჩუქრები ხელსაყრელ ფასად

სულ რამდენიმე დღე დარჩა აღდგომამდე, ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულამდე. რასაკვირველია, განწყობა ყველას ამაღლებული აქვს ამ საოცარი დღის მოლოდინში. იწყება ზრუნვა არა მხოლოდ სააღდგომო სუფრაზე, რომელსაც არ უნდა მოაკლდეს ჩაქაფული, უგემრიელესი პასკები და წითელი კვერცხები, არამედ სახლის გაფორმებაზე, საჩუქრებსა და სუვენირებზეც. ამ დღეებში ყველას უნდა, საყვარელ ადამიანებს ან თუნდაც საკუთარ თავს გაუკეთოს საჩუქარი, ორიგინალური სააღდგომო სუვენირებით მორთონ ბინის ინტერიერი ან გაახარონ ახლობელი ადამიანი.

სწორედ მათთვის გვაქვს კარგი სიახლე - როგორც ყოველთვის, "ბიბლუსს" წელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული სააღდგომო აქსესუარები აქვს გამოტანილი, რომლებიც მხოლოდ ამ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ ნახოთ ექსკლუზიურად, და რაც ყველაზე მთავარია, სერიოზული ფასდაკლებით.

პროდუქცია ტრადიციულად მრავალფეროვანია - დაწყებული სააღდგომო, ფერადი ფაიფურის კვერცხებით, დასრულებული ფაიფურის ულამაზესი კურდღლებით, სამარილით, საშაქრით და სხვა დეკორაციებით. აქ იპოვით ნებისმიერ იმ სუვენირს, რომელიც სააღდგომო კუთხის გასალამაზებლად დაგჭირდებათ თუ საყვარელი ადამიანის გულის გასახარებლად. როგორც აღვნიშნეთ, ფასებიც მისაღებია, ბევრ ნივთს 30%-იანი ფასდაკლება ეხება და შესანიშნავ სუვენირებს ამოარჩევთ. რამდენიმე საყვარელ დეკორს აქვე გთავაზობთ, თუმცა მაღაზიებში ბევრად მეტი არჩევანია და გირჩევთ, არ გამოტოვოთ.

სხვათა შორის, აღდგომას საჩუქრების მირთმევა ასევე უძველესი ტრადიციაა, რომელიც ბიბლიური დროიდან მოდის. ძველი ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავდნენ განსაკუთრებული ქველმოქმედებისა და კეთილშობილების ჟესტებით.

მეფეები ამ დროს შეწყალებას აცხადებდნენ, ჩვეულებრივი ქრისტიანები გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ - უნაწილებდნენ საკვებს, ჩუქნიდნენ ტანსაცმელს და ა.შ.

ლეგენდის თანახმად, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მარიამი იმპერატორ ტიბერიუსთან მივიდა, რომ დიდებული ამბავი ეცნობებინა. და რაკი მბრძანებელთან საჩუქრის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა, მან ტიბერიუსს თეთრი კვერცხი მიართვა და ამცნო: "ქრისტე აღდგა!" იმპერატორმა უპასუხა, რომ ეს ისევე შეუძლებელი იყო, როგორც ეს თეთრი კვერხი რომ გაწითლებულიყო. ამ სიტყვების შემდეგ ქათმის თეთრი კვერცხი, რომელიც მას ხელში ეჭირა, მოულოდნელად გაწითლდა. როდესაც ამ სასწაულის მოწმე გახდა, ტიბერიუსს აღმოხდა: "ჭეშმარიტად აღდგა".