თურმე, რა მშვენიერია ცხოვრება - რატომ ვამჯობინე ტაქსი საკუთარ მანქანას - კვირის პალიტრა

თურმე, რა მშვენიერია ცხოვრება - რატომ ვამჯობინე ტაქსი საკუთარ მანქანას

10 წლის წინ დიდი ოცნება ავიხდინე და საკუთარი დაგროვებული სტიპენდიით მანქანა ვიყიდე. მართალია, ცუდი მძღოლი არ ვარ და მანქანასაც ნორმალურად ვუვლი, მაგრამ დრომ მაინც თავისი ქნა და ამ მანქანით სიარული უკვე არც ისე კომფორტულია. ცოტა უფრო გულწრფელი რომ ვიყო, ხანდახან 3 თვის გასარეცხი მანქანითაც დავდივარ და რომც გავრეცხავ და გავასუფთავებ, მეორე დღეს ბავშვები მაინც ორცხობილის ნამცეცებით ავსებენ. ცოტა ხნის წინ ქოთნის ყვავილებიც კი იყიდეს სპეციალურად მანქანისთვის და დავდივართ ასე ყოველ დილა-საღამოს ყვავილებით დამშვენებული და ორცხობილით მოფენილი მანქანით.

თავიდან ცოტა მერიდებოდა ხოლმე ასეთი არეულ-დარეული მანქანით სიარული, მაგრამ მალევე შევეჩვიე. თავს იმით ვიმართლებდი, რომ პატარა შვილები მყავდა. ერთ დღეს კი სამსახურიდან შეხვედრაზე გასულს, პარტნიორმა მითხრა, რომ ჩემი ოფისისკენ მოდიოდა ისიც და მე გამომყვებოდა. წამიერად წარმომიდგა თვალწინ ორცხობილები, სათამაშოები, ყვავილები და ყველგან ნამცეცები... ისიც დავინახე, როგორ გადმოდიოდა ჩემი მანქანიდან ნამცეცებაკრული... გამორიცხული იყო, ასეთ მანქანში ვერ ჩავსვამდი. ჰოდა ვუთხარი, მანქანას დილით საბურავი დაეშვა და ფეხით ვარ თქო. კიდევ კარგი, დილით რომ მოვედი, გასაჩერებელი ადგილი ვერ ვიპოვე და მანქანა საკმაოდ მოშორებით მეყენა, ისე რომ ვერ დაინახავდა.

რადგან მეც უმანქანოდ „აღმოვჩნდი“, შევთავაზე, გარეთ გავიდეთ და ტაქსით წავიდეთ თქო, თან წვიმდა და ტაქსის შუა ქუჩაში ლოდინი სულაც არ მხიბლავდა, მაგრამ სხვა გზა მე თვითონვე არ დავუტოვე საკუთარ თავს. არადა გამოსავალი ხომ ყოველთვის არსებობს. თურმე ჩემი პარტნიორი შეხვედრებზე ყოველთვის ტაქსით დადის და მანამ მე წვიმაში ტაქსის ლოდინზე ვწუწუნებდი, ის აპლიკაციით უკვე იძახებდა Yandex.Taxi-ს. 3 ლარი და 80 თეთრი უნდა ჩვენი დანიშნულების ადგილამდეო, ჩაილაპარაკა. კი გამიკვირდა, ნეტა, წინასწარ საიდან იცის ან ასე ცოტა ამ წვიმიან ამინდში როგორ თქო. მაგრამ ხმა აღარ ამომიღია და ისევ ამინდზე გავაგრძელე საუბარი, რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოვმძვრალიყავი.

ტაქსი მალე მოვიდა, მძღოლი კი მოწესრიგებული იყო, არც პოლიტიკაზე საუბრობდა და არც საბჭოთა კავშირის დროს მისტიროდა. დანიშნულების ადგილამდე მისვლა ცოტა გაიწელა, წვიმდა და ხო იცით, როგორ ხდება, თბილისში წვიმის დროს მანქანის მართვა ყველას ავიწყდება და ყველგან საცობია. რაც უფრო იწელებოდა დრო, მით უფრო მემატებოდა ნერვიულობა, საცობში ხომ მძღოლები, როგორც წესი, ორმაგ და სამმაგს მახდევინებენ ხოლმე. მე კი გონებაში ვცდილობდი აღმედგინა, რამდენი მქონდა ნაღდი ფული. აქვე ჩემი კიდევ ერთი ცუდი ჩვევის შესახებაც გეტყვით - თითქმის არასდროს მაქვს ნაღდი ფული თან, მივეჩვიე, რომ ყველგან ბარათით ვიხდი. ამასობაში დანიშნულების ადგილამდეც მივედით, ხელის კანკალით გავუწოდე მძღოლს ზუსტად 3,80 ლარი და სწრაფად გამოვედი მანქანითდან, რომ დამიმატეო, თქმა ვერ მოესწრო. ჩუმად გავაპარე თვალი მძღოლისკენ, ვიდრე ჩემს პარტნიორს ვემშვიდობებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ის არაფრის თქმას აპირებდა.

ოფისში მისულმა ეგრევე გოგოებს მოვუყევი, რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და თან გაოცებასაც ვერ ვმალავდი, ტაქსით მგზავრობის გამოცდილებაზე. სიმართლე გითხრათ, დამცინეს. როგორ არ იცი, რომ ტაქსს აპლიკაციით იძახებ და თან, „იანდექს ტაქსი“ მგზავრობის ღირებულებას წინასწარ გატყობინებს და საცობის მიუხედავად, ეს ფასი არ იცვლებაო.

თურმე, სანამ მე ჩემი ძველი და ორცხობილიანი მანქანით დავდიოდი წინ და უკან, რამდენი რამე შეცვლილა. სწრაფად გადმოვწერე აპლიკაცია და ჩემს მანქანას ისევ Yandex.Taxi-თ მივაკითხე. სუფთა და გამართული მანქანიდან ჩემსაში გადაჯდომა ცოტა არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი. ერთი ამოვიოხრე და წამოვედი.

ეს შემთხვევა მთელი საღამო თავიდან არ ამომდიოდა. ვფიქრობდი, ნეტა, რატომ ვიკლავ საცობებში დგომით თავს და რატომ ვიშლი ნერვებს, ან საწვავში რატომ ვხარჯავ ამდენ ფულს, როცა შემიძლია მარტივად ვისარგებლო ტაქსის კომფორტული და იაფი მომსახურებით. თან ტაქსით მგზავრობა ხოლმ მანქანის პარკინგის პრობლემას ავტომატურად ხსნის. ჰოდა, გადავწყვიტე, მომავალში ასეც გამეკეთებინა.

მას შემდეგ თითქმის 1 კვირა გავიდა და ჩემი მანქანით სულ ერთხელ ვისარგებლე. Yandex.Taxi-ს ვიძახებ ხოლმე, არც ბავშვები ანაგვიანებენ მანქანას, რადგან სხვისია და ერიდებათ. მე კი უკვე მეორე წიგნის კითხვას ვამთავრებ. მგზავრობისას საკუთარი ნერვების მოშლის ნაცვლად ახლა ვკითხულობ ხოლმე. თურმე, რა მშვენიერია ცხოვრება.

იხილეთ ბმული