2 მაისს, "ბიბლუსი გალერეაში“, ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება - კვირის პალიტრა

2 მაისს, "ბიბლუსი გალერეაში“, ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

2 მაისს, 19:00–ზე, კანდელაკის 7–ში მდებარე "ბიბლუსი გალერეა“ კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პოეზიის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის, მამის ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაციას.

ღონისძიებას, რომელსაც ცნობილი პიანისტი მუსიკალურად გააფორმებს გაუძღვენიან გურამ ოდიშარია და როინ მეტრეველი. ნიჭიერი ქართველი პოეტები მათ შორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და გვანცა გუბელაძე, წაიკითხავენ სხვადასხვა ლექსებსა და ჩანახატებს.

ზაურ ბოლქვაძის ლექსები საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

დღემდე გამოცემულია მისი 16–მდე კრებული, ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე, ლირიკული ლექსები, იუმორისტული მინიატურები და ექსპრომტები. მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიაც. რაც შეეხება ელისო ბოლქვაძეს, ის მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და სპეციალური პრიზი "ქართული კულტურის ამაგდარი“. 2015 წლიდან მას "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის" წოდება აქვს.