Tbilisi Hills Golf & Residences-მა აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო - კვირის პალიტრა

Tbilisi Hills Golf & Residences-მა აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო

"ითამაშე ისე, თითქოს არავინ გიყურებს"- ფრაზა, რომელიც გოლფის სათამაშოდ გვიწვევს Tbilisi Hills Golf & Residences სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია. ხშირად გვინახავს დეველოპერული კომპანიების სარეკლამო კამპანიები, რომლებიც მდიდრული ვილების, კეთილმოწყობილი ბინების და ბედნიერი ოჯახების ჩვენებით ცდილობენ გაგვიჩნდეს სურვილი ჩვენც ვიცხოვროთ ასე. ასევე გვინახავს გოლფის პოპულარიზაციის კამპანიებიც, თუმცა რასაკვირველია არა საქართველოში, რომლებიც დიდ მწვანე მინდვრებს, გოლფის სიმპათიურ მოთამაშეებს და ცხოვრების მდიდრულ წესს გვაჩვენებს.

Tbilisi Hills Golf & Residences უნიკალური ადგილია მთელს საქართველოში. არაჩვეულებრივი ბუნება, პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და სპორტის სახეობა, გოლფი, რომელიც სულ ახლა იწყებს ქვეყანაში განვითარებას. პროექტი, რომელშიც მომდევნო წლების განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და რომელიც 300-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუსს, 800-მდე აპარტამენტსა და უამრავ ინფრასტრუქტურულ ობიექტს გააერთიანებს. მათ შორის ბუნებრივია აღსანიშნავია101 ჰექტარზე გაშლილი გოლფის მოედანი, რომელიც ექსკლუზიურად "თბილისი ჰილსისთვის" მსოფლიოში აღიარებულმა ფინურმა კომპანიამ Tilander Golf Design-მა შექმნა.

თითქოს მოცემულობა იმთავითვე მომგებიანია სარეკლამო კამპანიის დასაგეგმად, თუმცა რთულია დაამსხვრიო სტერეოტიპი, რომ გოლფი მხოლოდ ხანშიშესული, მდიდარი ადამიანებისთვის განკუთვნილი და თანაც ცოტა მოსაწყენი სპორტია, მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც ამ სპორტზე ძალიან ცოტა იციან.

"თბილისი ჰილსმა" პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სულ სხვა ფორმა არჩია.

აბსტრაქტული და სიურეალისტური კოლაჟებით აწყობილი სარეკლამო ბანერები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქალაქში. ცნობადობის ასამაღლებელ ამ კამპანიაში გოლფის თემა მოულოდნელ, არა ბანალურ სიტუაციებში თამაშდება.

კატებისა, ძაღლებისა და ვეფხვების ფერადი გამოსახულებების გამოყენებით ქალაქის გაცოცხლება და საზოგადოებაში ინტერესის გაღვიძება იგეგმება. კომუნიკაციის ეს ფორმა აბსოლუტურ კონტრასტშია პროდუქტთან, რომელსაც Tbilisi Hills Golf & Residences მომხმარებელს სთავაზობს და ერთგვარი შოკური თერაპიასავითაც მოქმედებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ გავქცეოდით სტანდარტულ სარეკლამო კამპანიას და შეგვექმნა რაღაც განსვავებული, რაც ქალაქს გამოაცოცხლებდა. ჩვენ არ გვეშინია ვიყოთ განსხვავებულები. ასეთი სარეკლამო კამპანიის მთავარი მიზეზი თვითირონიაა, რომელიც როგორც იცით მხოლოდ ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თვისებაა. ჩვენს პროდუქტში – მშენებლობისა და გოლფის მოედნის ხარისხში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, სწორედ ამიტომ ამ თემაზე ხუმრობას არ ვერიდებით"- ანასტასია უდალოვა, Skinest Air-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Tbilisi Hills Golf & Residences გენერალური დირექტორი.

დაინტერესება, თუ რატომ გვაწვდიან გოლფის თემას სწორედ ასეთი ვიზუალური ენით, სტიმულს აძლევს მომხმარებელს ერთხელ მაინც ესტუმროს "თბილისი ჰილს გოლფ რეზიდენსს." ვინც აქ ერთხელ მაინც მოხდება აუცილებლად დაბრუნდება. მიზანიც ეს არის.

სწორედ ამიტომ, სარეკლამო კამპანია დაიგეგმა იმგვარად, რომ თვალსაჩინო და გადამდები ყოფილიყო ახალგაზრდული ენერგია, გამბედაობა, სიმსუბუქე და რაც მთავარია თვითირონია, რომელიც ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

სარეკლამო კამპანია ბუნებრივია მხოლოდ ბილბორდებით არ შემოიფარგლება. საინტერესო კომუნიკაცია ინტერნეტ სივრცეშიც იგეგმება.

(R)