რა უნდა იცოდეთ თუ სახლში პენსიონერი გყავთ - როგორ შევუწყოთ ხელი პენსიონერებს სოციალიზაციაში
რა უნდა იცოდეთ თუ სახლში პენსიონერი გყავთ - როგორ შევუწყოთ ხელი პენსიონერებს სოციალიზაციაში
სოციალური აქტიურობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა, სოციალიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებში უნდა მიექცეს, ვინაიდან ეს ადამიანები უფრო განიცდიან სოციალურ იზოლაციას, ვიდრე ახალგაზრდები. სოციალურად აქტიური ცხოვრება ეხმარება ადამიანს თავიდან აირიდოს ისეთი დაავადებები როგორიცაა მაგალითად, ალცჰეიმერი. ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა კი ადამიანს აძლევს საშუალებას არ მოდუნდეს და იყოს მუდამ პროდუქტიული.

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელი და მამაკაცებსთვის კი 65 წელია.. თუმცა, ეს არ
არის ის ასაკი, როდესაც ადამიანი შრომისუუნარო ხდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 60 და მეტი წლის ასაკის მოქალაქეების რიცხვი საქართველოში 811 800-ია, მათგან დასაქმებულია 366 300 ადამიანი, ხოლო დარჩენილი 445, 500 ადამიანი უმუშევარია. გამოდის, რომ ნახევარ მილიონამდე პენსიონერი სახლში ზის. სახლში მყოფ, დაუსაქმებელ ადამიანს კი სოციალიზაცია ესაჭიროება.
განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი მთელი ცხოვრება, საპენსიო ასაკამდე აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სახლში ასაკით პენსიონერი გვყავს? ამის შესახებ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური გზამკვლევებიც კი არსებობს. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, უპირველეს ყოვლისა, მათ ხელი უნდა შეუწყოთ აკეთონ საყვარელი საქმე და უნდა აგრძნობინოთ, რომ ისინი ისევ საჭირო ადამიანები არიან.

უფრო კონკრეტულად, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

დაეხმარეთ დაკავდნენ თავიანთი საყვარელი საქმიანობით

შესაძლოა ეს იყოს ხელსაქმე - ქსოვა, ქარგვა, კერვა ან მებაღეობა, ყვავილების მოვლა, კულინარია. თუ ისინი თავიანთი საყვარელი საქმიანობით სხვებსაც დაეხმარებიან, ან ჰობს მცირე ბიზნესად აქცევენ, ეს კიდევ უფრო შედეგიანი იქნება, ვინაიდან საყვარელი საქმიანობა მათ ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.


დაეხმარეთ იმოგზაურონ - არ არის აუცილებელი ეს იყოს საზღვარგარეთ მოგზაურობა, შესაძლოა იყოს საქართველოში მოგზაურობა, მაგალითად, ერთდღიანი ტურები, სადაც ისინი შეძლებენ ახალი ადგილების დათვალიერებას, დასვენებას, ბუნებაში გასვლას და ახალი მეგობრების შეძენას.

აგრძნობინეთ, რომ ისინი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან - ზოგჯერ დაპატიჟეთ კინოში, თეატრში, ან თუნდაც რესტორანში. ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ თქვენი მშობლები ან ბებიები და ბაბუები გაიყვანოთ სახლიდან და გარემო შეუცვალოთ. კინოსეანსებზე დასწრების შესაძლებლობა მათ მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში, მზიურის პარკსა და ვაკის პარკშიც ექნებათ.

დაეხმარეთ ჯანსაღ ცხოვრებაში



ჯანსაღი კვება და ვარჯიში აუცილებელია განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის. მას შემდეგ რაც ადამიანი პენსიაში გადის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ვარჯიშისთვის უფრო მეტი დრო აქვს. ამიტომაც დაეხმარეთ თქვენს პენსიონერ ოჯახის წევრებს, ივარჯიშოს, ირბინოს, ან უბრალოდ დილაობით სუფთა ჰაერზე ისეირნოს. ასე მეგობრებსაც შეიძენენ, გაიცნობენ ახალ ადამიანებს.

დაეხმარეთ იპოვონ სპეციალური ჯგუფები და გაერთიანებები, სადაც მათი ინტერესის მქონე ადაიანები არიან გაერთიანებულები, შეიძლება ეს იყოს სოციალურ ქსელშიც. მაგალითად თუ მათ უყვართ მებაღეობა, გააწევრიანეთ ისინი მსგავსი თემატიკის მქონე ჯგუფში. ისინი ამგვარად თან ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ, თან თავიანთი ინტერესების მქონე ადამიანებს გაიცნობენ.

დაეხმარეთ ისწავლონ რაიმე ახალი - სწავლა გვიანი არასოდეს არის, თუ პენსიაში გასული ადამიანი ისწავლის რაიმე ახალს, ეს მის თვითშეფასებაზე დადებითად აისახება და სოციალურად უფრო აქტიურს გახდის. იქნება თავდაჯერებული და დეპრესიის და მოწყენილობის რისკები თითქმის გაქრება. თუმცა, ხშირად პენსიონერებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ რაიმეს სწავლაში ფული გადაიხადონ, ასეთ შემთხვევაში არის უფასო კურსები და გაკვეთილებიც.

ხელი შეუწყვეთ გაერთონ


მხოლოდ სწავლა, შემეცნება და ჯანსაღი ცხოვრება მათ ვერ დაეხმარება თავი იგრძნონ ლაღად, ამისათვის საჭიროა გართობაც. გართობა და პოზიტიური განწყობა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, ცეკვა, თამაში. არტ თერაპია - არტ თერაპიას მსოფლიოში თერაპიის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ.ეს არის თან აქტიური ცხოვრების წესი და თან საინტერესო რაღაცების კეთება.
თუ დაინტერესდებით, აუცილებლად მოიძიებთ კერძო კომპანიების ინიციატივით შექმნილ სხვადასხვა აქტივობებს, სადაც 60 და მეტი ასაკის ადამიანებს უფასოდ ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა. მაგალითად, უკვე ერთი წელია ლიბერთი ბანკის ინიციატივით თბილისსა და ქუთაისში ტარდება უფასო კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. ასევე, უფასო თიხით ძერწვის კურსი არტ-თერაპიული საწარმო "პოტერიას", სახელოსნო "ესტიას" და ლიბერთი ბანკის ერთობლივი პროექტი პენსიონერებისთვის. ამ ზაფულის განმავლობაში ლიბერთი ბანკის მიერ იგეგმება არაერთი საიტერესო გამაჯანსაღებელი და გასართობი ღონისძიება თბილისის პარკებში.
:))))))
09 მაისი 2019 07:47
არავინ ისურვებდა საპენსიო ასაკში საქართველოში ცხოვრებას. ეს ,,ქვეყანა ''უნდა დატოვო საპენსიო ასაკამდე ან უნდა დაეხმარო საქართველოს- ფეხები გაფშიკო პენსიამდე!
მაროკო
04 მაისი 2019 11:15
ყველაფერი მარტო თბილისში და თბილისისთვის რატო კეთდება სხვა ქალაქები და რაიონებიც არსებობს. ცოდოა თბილისიც ვერ ხედავთ ხალზი რომ აღარ ეტევა
naTela
03 მაისი 2019 20:10
ერთხელ გულის ჯამრთელობა რომ შეემოწმებინათ ჩემი გამიშვეს სურათის გადასაღებად. რა თქმა უნდა დამოუკიდებლად სიარულის მეშინოდა და ქალიშვილი გამყვა. მე არ შეგაწუხებთ ჩემი მდგომარეობის შესახებ მბობით, მე მინდა ჩამი გაოცება გადმოგცეთ იქ მოსაცდელში რამდენი მოხუცი იყო და ყველა მოყვანილი ყავდა შვილებს. იყვნენ სოლიდური მამაკაცები, ახალგაზრდები, ქალები და ქალიშვილები, ვუყურებდი და თვალები ცრემლებით მევსებოდა.აღფრთოვანებული ვიყავი მათი დამოკიდებულებით დედებისადმი, რა მოწიწებით, რა სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდნენ დედებს. ეს ისეთი სანახავი იყო ჩემმა ქალიშვილმაც კი იტირა. ჩვენ არ უნდა გავქრეთ, ჩვენ ის ხალხი და ის ადამიანები ვართ რომელთა სისხლი კეთილშობილია, მოყვარულია და მთელი გულით ვლოცავ ჩემს ხალხს რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არსებობდეს ამ პლანეტაზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?