ლოცვანს, რომელიც გამოსვლიდან ერთ დღეში სრულად გაიყიდა, "პალიტრა L” ისევ დაბეჭდავს - კვირის პალიტრა

ლოცვანს, რომელიც გამოსვლიდან ერთ დღეში სრულად გაიყიდა, "პალიტრა L” ისევ დაბეჭდავს

გამომცემლობა "პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული "ლოცვანის“ სრული ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შექმნილი "ლოცვანი“ 29 აპრილს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა. მკითხველებს მისი შეძენა, სპეციალურ ფასად, 13 ლარად შეეძლოთ.

გამომცემლობის დირექტორის, თინათინ ასათიანის თქმით, შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობა მოსალოდნელი იყო, ამიტომაც გამოუშვეს "ლოცვანი“ დიდი ტირაჟით.

ვინაიდან, ტირაჟი ერთ დღეში სრულად გაიყიდა და მკითხველთა დიდმა ნაწილმა შეძენა ვერ შეძლო, "პალიტრა L“ მას ისევ დაბეჭდავს.

როგორც თინათინ ასათიანი აღნიშნავს, "ლოცვანს“ ხელმეორედ კვლავ დიდი ტირაჟით დაბეჭდავენ.

ახალი ტირაჟი 4 კვირის ვადაში დაიბეჭდება და სავარაუდოდ ამაღლების კვირაში კვლავ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად, იმავე ფასად, 13 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.