თანხა, რომელსაც მოიხმარ - კვირის პალიტრა

თანხა, რომელსაც მოიხმარ

უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც, შეიძლება, თანხა მოულოდნელად დაგჭირდეს. ისიც შესაძლოა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გინდოდეს რამის შეძენა და არასაკმარისი ფინანსების გამო, მუდმივად უკან იხევდე. კრედო ბანკმა სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის დაგეგმა სამომხმარებლო სესხების საზაფხულო კამპანია.

ამ დრომდე შემოსავლის დადასტურების აუცილებლობა გაფერხებდა სამომხმარებლო სესხის აღებაში? ან იქნებ, ასაკის სიმცირის გამო ვერ ახერხებდი განაცხადის გაკეთებას?

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, კრედო ბანკს შენთვის სრულიად განსხვავებული პირობების შემოთავაზება შეუძლია. შეგიძლია მარტივად და სწრაფად აიღო სესხი მიუხედავად იმისა, გერიცხება თუ არა ხელფასი ბანკში. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, ნებისმიერი სახის შემოსავლის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს თანხა. მაგალითად, თუ შენი შემოსავლის უმეტესობას ე.წ. “ჩაი” შეადგენს, ან ხელზე იღებ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, ჩათვალე, ჩვენთან ეს პრობლემას არ შეგიქმნის. თუ უკვე ხარ 18 წლის, არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, სეზონურ თუ რომელიმე სხვა დროებით სამსახურში, კრედო ბანკში უკვე შეგიძლია მიიღო სამომხმარებლო სესხი.

მოცემულ მომენტამდე, კრედო ბანკში სამომხმარებლო სესხის ლიმიტი 40,000 ლარს შეადგენდა. დღეიდან ჩვენი სესხის ლიმიტი 100,000 ლარამდე გაიზარდა.

ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ნებისმიერ მდგომარეობას, მაგალითად იმასაც, რომ ახლა ზაფხულია, დასვენებისა და ფინანსური მარწუხების დავიწყების სეზონი. სწორედ ამიტომ, სესხის აღების პირველი 3 თვე ჩვენთან საშეღავათოა. შეგიძლია მშვიდად დაისვენო და მხოლოდ 3 თვის შემდეგ, ორგანიზებულად დაიწყო თანხის დაფარვა.

შენ ასევე შეგიძლია, გააერთიანო ან გადმოიტანო შენი არსებული სესხი კრედო ბანკში. აიღე ერთი სესხი და თავი მოუყარე გაფანტულ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა გადახდის დღეები ახლობელი ადამიანების დაბადების დღეებივით მნიშვნელოვანი გახდა შენთვის.

მოკლედ, თუ შენს ყოველდღიურობას ცვლილებები და განახლებები სჭირდება და ამისთვის ფინანსური რესურსები დაგეხმარება, მოგვმართე და მიიღე 100,000 ლარამდე თანხა.

ჩვენთან ყველაფერი მარტივია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრედო ითვალისწინებს თქვენს ნებისმიერ შემოსავალს.

(R)