ყველაფერი, რაც ფეხმძიმე ქალს აინტერესებს - ღონისძიებას ორსულებისთვის "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა - კვირის პალიტრა

ყველაფერი, რაც ფეხმძიმე ქალს აინტერესებს - ღონისძიებას ორსულებისთვის "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა

წიგნების მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" ინიციატივით, 7 მაისს ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე "ბიბლუსი გალერეამ" განსაკუთრებულ ღონისძიებას უმასპინძლა - სპეციალურად ორსულებისთვის. ეს იყო ერთგვარი უფასო კონსულტაცია - ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო და იქ მისულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეკითხვები დაესვათ გინეკოლოგისა და ფსიქოლოგისთვის. მოწვეულები იყვნენ სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" გინეკოლოგი თიკო გოთუა და ფსიქოლოგი ეკა ჯავახიშვილი.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ფეხმძიმე ქალბატონებს საკმაოდ ბევრი შეკითხვა ჰქონდათ გამოცდილ სპეციალისტებთან.

როგორ უნდა მოუაროს თავს ორსულმა, როგორ იკვებოს, რა პირობებში იმუშაოს და როგორი ცხოვრების წესით იცხოვროს, რა

სჯობს - ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა? - ამ და სხვა საკითხებზე მეან-გინეკოლოგი, თიკო გოთუა საუბრობდა და ქალბატონების შეკითხვებს პასუხობდა.

ხოლო ფსიქოლოგი ეკა ჯავახიშვილი ღონისძიების მეორე ნაწილს გაუძღვა და განმარტა, თუ როგორ უნდა მართოს ფეხმძიმე ქალმა სტრესი და შეინარჩუნოს კარგი განწყობა. მან სტუმრებს თეორიული და პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყო წარმოდგენილი ფეხმძიმობასთან და ასევე ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული თემატური წიგნები. ეს სწორედ ის წიგნებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს ორსული ქალის ბიბლიოთეკაში.

შეხვედრის სტუმრები დადებითი შთაბეჭდილებებით დაიმუხტნენ და ბევრი საჭირო ინფორმაციაც მიიღეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ბიბლუსს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიებისთვის.

სასიამოვნოა რომ შეხვედრა სწორედ ამ თემაზე გაიმართა, რადგან მსგავსი შეხვედრები რომლებიც ამ თემისთვის მიუძღვნიათ, იშვიათად მინახავს. კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი და დამესვა ის შეკითხვები რომლებიც მაინტერესებდა. საკმაოდ ნაყოფიერი ინფორმაცია და რჩევები მოგვცეს ღონისძიების წამყვანებმა. მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. იმედია მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა მაია მალაზონიამ.