სად შევიძინოთ ჭურჭელი? - კვირის პალიტრა

სად შევიძინოთ ჭურჭელი?

ჭურჭლის ფართო არჩევანს არაერთ მაღაზიასა თუ დიდ სავაჭრო ცენტრში შეხვდებით, თუმცაღა იმის გამო, რომ ნივთის ონლაინ გამოწერა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, მომხმარებლები სხვადასხვა სახეობის ჭურჭლის შეძენას ონლაინ რეჟიმში ახორციელებენ.

რა უპირატესობები აქვს ჭურჭლის შეძენას ონლაინ? ნივთის ონლაინ გამოწერა მეტად მარტივი და კომფორტულია მომხმარებელთათვის. სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისათვის, რომ სასურველი ნივთი შეიძინონ.

ონლაინ გამოწერის უპირატესობა გახლავთ ის, რომ სახლიდან გაუსვლელად ათვალიერებთ სასურველ ჭურჭელს, ეცნობით მის ფიზიკურ პარამეტრებს, მახასიათებლებს და შემდეგ ახორციელებთ შესყიდვას. გადახდის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მეთოდს ირჩევთ (პლასტიკური ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ნივთის ჩაბარების შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორებით). არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ შეძენილ ჭურჭელს კურიერი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.

რა ტიპის ჭურჭლის შეძენა შეგიძლიათ ქართული ონლაინ მაღაზიებიდან?

ქართული ონლაინ მაღაზიებიდან შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ჭურჭლის შეძენა, მათ შორისაა: ქვაბებისა და ტაფების ნაკრები, ჭიქები, დანები, საცხობი ფორმები, ჩანგლები-კოვზები, კონტეინერები და ა.შ.

ჭურჭლის შეძენა Liloshop-ზე მეტად მარტივი და კომფორტულია. აქ შეხვდებით თქვენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ჭურჭელს. ონლაინ მაღაზია პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანითა და ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასით გამოირჩევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ Liloshop.ge-ს წარმომადგენლები საქართველოში ცნობილი ჭურჭლის ბრენდების წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ, შესაბამისად ონლაინ მაღაზიიდან ყველაზე იაფად შეძლებთ Arshia-ს, HOBBY LIFE-ს, Tramontina-სა და სხვა ბრენდების ჭურჭლის შეძენას.

როგორ საიტებს ვენდოთ? ნივთის ონლაინ შეძენისას მომხმარებლები ხშირად იმის გამო ამბობენ უარს, რომ მათ პირადი მონაცემების შევსება უწევთ. მართალია, აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მომხმარებლისთვის მეტნაკლებად უსიამოვნო პროცესია, თუმცა თუკი სანდომიან ონლაინ მაღაზიას შეარჩევთ ამ მხრივ ეს ფაქტი არანაირ დისკომფორტს არ გამოიწვევს თქვენთვის. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ონლაინ მაღაზიის სანდოობაში შეამოწმეთ აქვთ თუ არა საკომუნიკაციო არხები. გადახედეთ მათ ფეისბუქ გვერდს და მომხმარებელთა შეფასებებს. ასევე შეამოწმეთ საიტს აქვს თუ არა SSL სერტიფიკატი ეს მცირე კვლევა დაგეხმარებათ ონლაინ შეძენის პროცესი სრულიად უსაფრთხო გახადოთ თქვენთვის.

(R)