ისანში ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებაზე "ყაზტრანსგაზ თბილისი" - განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ისანში ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებაზე "ყაზტრანსგაზ თბილისი" - განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი" ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისი" მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"