Tbilisi Hills Golf & Residences - ბუნებაში ცხოვრების პრივილეგია - კვირის პალიტრა

Tbilisi Hills Golf & Residences - ბუნებაში ცხოვრების პრივილეგია

თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევაში მოხვდა. ცენტრალური უბნების ძირითად ნაწილში ჰაერი დასაშვებ ნორმაზე მეტად დაბინძურებულია. ასევე დასაშვებზე მეტია ქუჩებში ხმაურის დონეც. ეს ყველაფერი სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება ქალაქის მაცხოვრებლებისთვისაც. 2017-2018 წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ავტომფლობელია. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონს შეადგენს, ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 1,2 მილიონია. ამასთან, ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. ჰაერის დაბინძურების თემაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით კი იკვეთება, რომ ავტომობილების გამონაბოლქვი დაბინძურების ძირითადი მიზეზია.

ავტომობილების მატებასთან ერთად, იმატებს ქალაქისგან მოშორებით ცხოვრების მსურველთა რაოდენობაც.

Tbilisi Hills Golf & Residences - ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში. თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე განთავსებულ კომპლექსში, პოტენციურ მაცხოვრებლებსა და სტუმრებს უნიკალური ეკოლოგიური პირობები დახვდებათ. გამწვანებული გარემო, სუფთა ჰაერი და იდეალური კლიმატი ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ინვესტიციისთვის სწორედ ეს ტერიტორია შეირჩა.

პროექტზე მუშაობა, ბუნებრივია, ლანდშაფტის სიღრმისეული შესწავლითა და ანალიზით დაიწყო. გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფმა ფინეთიდან, ესტონეთიდან და პორტუგალიიდან შექმნეს პროექტი, რომელშიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის მაღალი სტანდარტებით შექმნილი გოლფის მოედანი, საცხოვრებელი სახლები და ველური ბუნება. პროექტზე მუშაობისას, მთავარი რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, არსებული ეკოსისტემის შენარჩუნება და ტერიტორიის თავისებურების ყველა ნიუანსი იყო. სწორედ ამის შედეგია, რომ Tbilisi Hills Golf & Residences- ტერიტორიაზე შეიძლება შეხვდეთ იშვიათი ჯიშის კუებს, კურდღლებსა და სხვადასხვა ფრინველებს.

სწორედ ბუნება და გარემო პირობები არის უნიკალური შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, რითაც პროექტის შემქმნელები ამაყობენ.

"კომპლექსის პირველი მაცხოვრებელი მე ვარ, რაც ნიშნავს, რომ ვინც თბილისი ჰილსში ბინას იყიდის ჩემი მეზობელი იქნება. სწორედ ამიტომ, ვაშენებთ ისე, რომ არ შეგვრცხვეს მეზობლებისთვის თვალის გასწორება. "-ამბობს Tbilisi Hills Golf & Residences მთავარი ინვესტორი და Skinest Group - ის დამფუძნებელი ოლეგ ოსინოვსკი.

Tbilisi Hills Golf & Residences- ფერდობიდან იშლება პანორამული ხედები ყაზბეგის მთაზე, შავნაბადას მონასტერსა და ტყეზე, რომელიც საცხოვრებელ ზონას გარს ერტყმის. თბილისის ცენტრთან შედარებით, ტემპერატურა კომპლექსში ყოველთვის 4 გრადუსით დაბალია, რაც ცხელ ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნო და შესამჩნევია.

ეკოლოგიაზე ზრუნვა Tbilisi Hills Golf & Residences- ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპლექსში განთავსებული ყველა სახლი აღჭურვილი იქნება "ჭკვიანი სახლისა" და ნახევრადავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემით, რომელიც აშენებულია მზის ელემენტის გამოყენებითა და ენერგოდაზოგვითი მასალებით. მშენებლობაში ევროკავშირში სერტიფიცირებული, ევროპული და ქართული, პრემიალური ხარისხის მასალები გამოიყენება.

კომპლექსს კიდევ ერთი უნიკალური ობიექტი – 18 ფოსოზე გათვლილი გოლფის მოედანი აქვს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. უზარმაზარი, გამწვანებული და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი იდეალურად ჯდება პროექტის კონცეფციაში, რომელიც გამწვანებულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვასაც გულისხმობს. გოლფის მოედნის სარწყავად არ გამოიყენება სასმელი წყალი, რაც კიდევ უფრო ზოგავს რესურსებს.

შესანიშნავი ხედები, ეკოლოგიური პირობები, სუფთა ჰაერი და იდეალური კლიმატი ხმაურიანი ქალაქის სიახლოვეს ქმნის იდეალურ პირობებს ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებისთვის.

(R)