ლანჩხუთიდან ნიუ-იორკამდე - გურული ცხენოსნები, რომლებიც მე-19 საუკუნის აშშ-ს საუკეთესო შოუმენებად ითვლებოდნენ
27-05-2019
ლანჩხუთიდან ნიუ-იორკამდე - გურული ცხენოსნები, რომლებიც მე-19 საუკუნის აშშ-ს საუკეთესო შოუმენებად ითვლებოდნენ
ცხე­ნოს­ნო­ბას სა­ქარ­თე­ლო­ში მდი­და­რი ის­ტო­რია გა­აჩ­ნია. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი კარგ მხედ­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, ასე­ვე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხე­ნოს­ნო­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბიც ვი­თარ­დე­ბო­და, მათ შო­რის: ჯი­რი­თი, დოღი, ისინ­დი და სხვა.

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ღა­ტა­კი გუ­რი­ი­დან ინ­გლის­ში პრინც ივა­ნე მა­ხა­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ცხე­ნო­სან­თა 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გა­ემ­გზა­რა. ისი­ნი ბა­თუმ­ში ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი შო­უ­მე­ნის ბუ­ფა­ლო ბი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მათი ასა­კი 18-დან 25 წლამ­დე იყო.

გუ­რულ­მა ცხე­ნოს­ნებ­მა შოუ უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში, დე­დო­ფა­ლი ვიქ­ტო­რი­ას წი­ნა­შე გა­მარ­თეს და მის­გან
სა­ჩუქ­რე­ბიც და­იმ­სა­ხუ­რეს.
ჯონ ჩარლ­ტო­ნის ნა­ხა­ტი - გუ­რუ­ლე­ბი ბუ­ფა­ლო ბილ­თან ერ­თად უინ­ძორ­ში დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ესალ­მე­ბი­ან. 25 ივ­ნი­სი, 1892
1893 წელს ქარ­თვე­ლი მხედ­რე­ბი აშშ-ში წა­ვიდ­ნენ და აქე­დან იწყე­ბა მათი ამე­რი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

სულ 1893-1917 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან შო­რე­ულ კონ­ტი­ნენტზე 150-მდე ცხე­ნო­სა­ნი ჩა­ვი­და. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის შო­უ­ებ­ში იღებ­დნენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით კოვ­ბო­ებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ინ­დი­ე­ლებ­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ სხვა­დას­ხვა დროს
მათი შოუ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებ­მაც კი იხი­ლეს.

ქარ­თვე­ლი მო­ჯი­რი­თე­ებს აშშ-ში „რუს კა­ზა­კე­ბად“ იწო­დე­ბოდ­ნენ, ეს კო­მერ­ცი­უ­ლი გათ­ვლა იყო, რად­გა­ნაც რუსი კა­ზა­კე­ბი კარგ მე­ომ­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ. ქარ­თვე­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც რუ­სებს კარ­გად იც­ნობ­დნენ, კა­ზა­კე­ბის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა არ უჭირ­დათ, რად­გან რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი გუ­რი­ა­შიც კი ცხოვ­რობ­და.

აი, რას წერს გა­ზე­თი The Philadelphia Inquirer-ი 1893 წლის 18 აპ­რილს, მა­შინ რო­დე­საც გუ­რუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი ეწ­ვია აშშ-ს:

„კა­ზა­კე­ბის­გან ბევ­რს მო­ვე­ლო­დით, თუმ­ცა ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ისი­ნი, უეჭ­ვე­ლად, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ცხე­ნოს­ნე­ბი არი­ან. რო­გორც ჩანს, მათ გრა­ვი­ტა­ცი­ის ყვე­ლა წე­სის დარ­ღვე­ვა შე­უძ­ლი­ათ და სა­კუ­თარ ცხე­ნებ­ზე უბ­რა­ლოდ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არი­ან. მათი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. ისი­ნი ისე არი­ან ცხენს მი­წე­პე­ბულ­ნი, რო­გორც ნემ­სი მაგ­ნიტს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა პო­ზი­ცი­ა­ში არი­ან: ცხენ­ზე უკუღ­მა სხე­დან, უნა­გირ­ზე დგა­ნან, თუ მი­წი­დან მო­ნე­ტას კრე­ფენ.“

ბუ­ფა­ლო ბი­ლის შო­უ­ე­ბი მარ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით იმარ­თე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქარ­თვე­ლი ცხე­ნოს­ნე­ბი უმუ­შე­ვარ­ნი იყ­ვნენ, ამის გამო ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და, თუმ­ცა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათი ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო (40-50 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც 100 რუბ­ლის ფასი იყო. მა­გა­ლი­თის­თვის, ამ ფუ­ლით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში 25 ძრო­ხის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და), ბევ­რი ცხე­ნო­სა­ნი აშშ-ში რჩე­ბო­და.

150-მდე ცხე­ნოს­ნი­დან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს აშშ-ს ეწ­ვივ­ნენ 4 ქალი იყო, მათ შო­რის ფრი­და მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე ცინ­ცა­ძე, მარო და ბარ­ბა­ლე ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლე­ბი.
ბარ­ბა­ლე ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი
პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ტო­ვა, თუმ­ცა ბარ­ბა­ლე მის მე­უღ­ლე ქრის­ტე­ფო­რე იმ­ნა­ძეს­თან ერ­თად შტა­ტებ­ში დარ­ჩა და შოუს კე­თე­ბა გა­ნაგ­რძო. ცნო­ბი­ლია, რომ ის 1988 წელს ჩი­კა­გო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ქარ­თვე­ლი ცხე­ნო­სა­ნი კა­ცე­ბი კი ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლე­ბის გულ­საც იგებ­დნენ.

„ჩვენ აქ დიდ პა­ტივს გვცე­მენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ერ­თმა მდი­დარ­მა ქალ­მა ჩემს მე­გო­ბარს ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ ამ სა­ცო­დავ­მა სა­კუ­თა­რი ქარ­თვე­ლი ცოლი არ­ჩია, ახლა კი გუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უხერ­ხუ­ლო­ბებს ებ­რძვის“, - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი გუ­რუ­ლი.
გუ­რუ­ლი ცხე­ნო­სა­ნი და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­დი­ე­ლი
ზო­გი­ერ­თი მხე­და­რი სამ­შობ­ლო­ში ბოლ­შე­ვი­კურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ შე­მო­უშ­ვა, ისი­ნი აშშ-ს აგენ­ტე­ბად შე­ი­რა­ცხნენ, ზო­გი­ერ­თი კი სიკ­ვდი­ლი­თაც და­ი­სა­ჯა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ცხე­ნოს­ნე­ბის სა­ო­ცა­რი შოუ დღემ­დე რჩე­ბა ამე­რი­კელ­თა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ად­გი­ლობ­რივ კოვ­ბო­ებ­სა და ინ­დი­ე­ლებ­ზე უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

ცხე­ნოს­ნო­ბა ნამ­დვი­ლად შეგ­ვიძ­ლია ქარ­თუ­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ, თუმ­ცა კლა­სი­კურ სა­ხე­ო­ბებ­ში ქარ­თვე­ლი ცხე­ნოს­ნე­ბის მიღ­წე­ვე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში უფრო დიდი იყო, ვიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ამ მხრივ წარ­მა­ტე­ბებ­მაც იმა­ტა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში, მათ მომ­ზა­დე­ბას, ეკი­პი­რე­ბას და სხვა ხარ­ჯებს ვი­თი­ბი ბან­კი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია. რო­მე­ლიც 1991 წელს შე­იქ­მნა.

მას შემ­დეგ ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა სხვა­დას­ხვა პრი­ზე­ბის მო­პო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხეს: 2010 წელს კა­ხა­ბერ კი­კი­ა­ნი მსოფ­ლიო ეტა­პის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში შალ­ვა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ცხე­ნოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ თვის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­ა­სა­ხე­ლა, მა­ნამ­დე კი მან მსოფ­ლიო ეტა­პი მო­ი­გო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კავ­კა­სი­ის ნო­მერ მე­ო­რე ცხე­ნო­სა­ნია.
 შალ­ვა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ცხე­ნო­სა­ნია
თორ­ნი­კე პა­პი­აშ­ვი­ლი 2016 წელს მსოფ­ლიო თა­სის ფი­ნა­ლის­ტი გახ­და, ის ასე­ვე მრა­ვალ­გზის პრი­ზი­ო­რია. მსოფ­ლიო ეტა­პის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და­ვით დუნ­დუ­აც, რო­მე­ლიც არა­ერ­თგზის პრი­ზი­ო­რიც გახ­და. სუფ­თა სპორ­ტუ­ლი მხა­რის გარ­და, ცხე­ნოს­ნო­ბა გარ­კვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჯი­რი­თი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, მა­გა­ლი­თად, ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბის (სქო­ლი­ო­ზის) ან პროს­ტა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ.

გარ­და ამი­სა, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კუნ­თო­ვა­ნი, სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი და სა­სუნ­თქი სის­ტე­მე­ბი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს.

ამ და სხვა მი­ზე­ზე­ზე­ბის გამო, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნოს­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ იზ­რდე­ბა და ის უფრო და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა ხდე­ბა. უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა ყო­ველ­წლი­უ­რი ტურ­ნი­რი - VTB CUP-ი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის ეგი­დით თბი­ლი­სის იპოდ­რომ­ზე იმარ­თე­ბა და აქ ერ­თმა­ნეთს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ცხე­ნოს­ნე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან. 2019 წლის ტურ­ნი­რი 3,4,5 მა­ისს გა­ი­მარ­თა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა, ბე­ლა­რუს­მა, ირა­ნელ­მა, სო­მეხ­მა და ქარ­თველ­მა მხედ­რებ­მა მი­ი­ღეს.

P.S. სტატია მომზადებულია ირაკლი მახარაძის წიგნის "ველური დასავლეთის მხედრები -  გურული მოჯირითეები ამერიკასა და ევროპაში" მიხედვით,
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები