ყა­ზტრანსგაზი: "ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა"
ყა­ზტრანსგაზი: "ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა"
ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" ავრცელებს, მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ცხელ ხაზ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ დი­ღომ­ში, დი­სე­ვის ქ. #2-ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ზის ძლი­ე­რი სუნი იგ­რძნო­ბო­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუფ­მა კორ­პუ­სის შე­მოწ­მე­ბი­სას გა­ზის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხებ­ში და­ა­ფიქ­სი­რა. სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით შე­მოწ­მე­ბი­სას ერთ-ერთ და­კე­ტილ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ზის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დაგ­რო­ვე­ბა და­დას­ტურ­და. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­და­ი­კე­ტა სა­დარ­ბა­ზოს დგა­რე­ბი და მოხ­და
მო­ბი­ნად­რე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. და­კე­ტილ ბი­ნა­ში შეღ­წე­ვა სა­მაშ­ვე­ლო და სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ გა­ზ­ქუ­რის ღუ­მე­ლის ონ­კა­ნი გახ­სნი­ლი იყო და ბი­ნა­ში გაზი გროვ­დე­ბო­და. და­კე­ტი­ლი ბი­ნი­დან გაზ­მა გა­ჟო­ნა მე­ზობ­ლის აბა­ზა­ნა­სა და კორ­პუ­სის სა­ვენ­ტი­ლა­ციო არხში, რა­მაც დიდი საფრ­თხე შე­უქ­მნა კორ­პუ­სის ყვე­ლა მო­ბი­ნად­რეს.

კომ­პა­ნია "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს
აბო­ნენ­ტებს, მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რია გა­ზის ონ­კა­ნე­ბის ღია მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბას შე­უძ­ლია, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

კომ­პა­ნია მად­ლო­ბას უხ­დის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც დრო­უ­ლად შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა პრობ­ლე­მა. ასე­ვე. მად­ლო­ბა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს საფრ­თხე და გა­და­არ­ჩი­ნეს კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა.

"ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" გთხოვთ, მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოთ და გახ­სოვ­დეთ, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. გახ­სოვ­დეთ, რომ და­უ­დევ­რო­ბი­თა და უყუ­რა­დღე­ბო­ბით საფრ­თხეს უქ­მნით თქვე­ნი, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს. ნუ და­ტო­ვებ ღიად გა­ზის ონ­კანს!", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები