"ორბი ჯგუფი" ბახმაროს განვითარებას იწყებს
"ორბი ჯგუფი" ბახმაროს განვითარებას იწყებს
უპრეცედენტო, 100 მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში

ბახმაროს უნიკალური კურორტი თავისი განსაკუთრებული სამკურნალო და საკურორტო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ დღემდე კურორტი რჩება ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ და დასასვენებლად მოუხერხებელ ადგილად. მიუხედავად მრავალი დაპირებისა და მცდელობისა, მასში რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია დღემდე არ განხორციელებულა. ამჯერად სახეზეა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. "ორბი ჯგუფი" პირველი კომპანიაა, რომელიც ბახმაროში თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

გთავაზობთ ინტერვიუს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია "ორბი ჯგუფის" გენერალურ დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან.

-
ბატონო ირაკლი, თქვენმა საინვესტიციო პროექტმა ჩვენს მკითხველებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. გთხოვთ მოგვითხროთ პროექტის შესახებ.

- სახელმწიფოს და ჩვენი მიზანია, ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ.
ჩვენი საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო
კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც. ეს იქნება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისათვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს, როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი.

- ბატონო ირაკლი, როგორია ინვესტიციის მასშტაბები და მისი განვითარების ეტაპები?
- მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ კომპანია აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს, სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება 2 ათასამდე ადამიანი. მიმდინარე წელს ჩატარდება გეოლოგიური კვლევები, მოხდება პროექტირება და განხორციელდება სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება მშენებლობის პროცესი, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება.
დღემდე მსგავსი მასშტაბისა და ფუნქციონალური დანიშნულების პროექტი ბახმაროში არ განხორციელებულა, ეს არის პირველი პრეცედენტი.

- მსოფლიოში ცნობილი წესია, როცა ინვესტიციას ახორციელებს სოლიდური ბრენდი, მის კვალდაკვალ მიდიან სხვა კომპანიებიც. მათ მიაჩნიათ, თუკი მსოფლიო ბრენდი იწყებს მუშაობას ამა თუ იმ ადგილას, ესე იგი, იქ მიმზიდველი პირობებია და ინვესტიციის განხორციელებაც ხელსაყრელია. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
- დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი პროექტი მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებსაც, აქტიურად ჩაერთონ კურორტის განვითარებაში, რათა სახელმწიფოსთან ერთად, ერთობლივად შევძლოთ ბახმაროს მსოფლიოს მნიშვნელობის კურორტად გადაქცევა

- თქვენი აზრით რა შედეგებს გამოიწვევს საინვესტიციო პროექტის განხორციელება გურიის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის?
- ასეთი პროექტების განხორციელება, უზრუნველყოფს რეგიონში და განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებასა და მიგრაციის პროცესის შეჩერებას, რეგიონში მცხოვრებ პირთა დასაქმებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და, შესაბამისად, ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშული მოცულობის ტურისტულ ნაკადს სჭირდება კვება, გადაადგილება, გართობა და კიდევ ბევრი სხვა სახის სერვისი. შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა რაოდენობის მუშახელი და სერვისის მიმწოდებელი დასჭირდება ამ ამოცანის შესრულებას, ამასთან რა ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება ეს ყველაფერი გურიის რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ამდენად, აღნიშნული პროექტი ბახმაროს, როგორც თანამედროვე სამთო კურორტის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს და ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს რეგიონის განვითარებაში.

- მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს შიში, რომ ხომ არ გადაიქცევა ბახმარო ცათამბჯენების უსახურ დასახლებად და ხომ არ დაკარგავს ის თავის განსაკუთრებულ იერსახეს?

- "ორბი ჯგუფისთვის" უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტის არქიტექტურა და დიზაინი შესატყვისი და შესაბამისი იყოს გარემოსთან და ადგილობრივ ლანდშაფტთან. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ზოგადად კურორტის განაშენიანება და ურბანული დაგეგმარება ერთიანი კონცეფციის ფარგლებში მოხდეს და ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, ადგილობრივ სპეციალისტებთან, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, დაპროექტების პროცესში ჩავრთავთ მშოფლიოში ცნობილ კომპანიებს, რომელთაც აქვთ სამთო-ტურისტული კომპლექსების მშენებლობის განხორციელების ყველაზე დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. ვითანამშროლებთ ყველა დაინტერებულ ჯგუფთან, რათა მაქსიმალურად ყველა მოსაზრების გათვალისწინებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა. დაბეჯითებით გეტყვით, რომ პროექტი არათუ დააზიანებს, პირიქით, სრულად იქნება შესატყვისი ბახმაროს უნიკალურ ლანდშაფტთან და გარემოსთან.

- ბატონო ირაკლი, თქვენ გურული ბრძანდებით. ორბი ჯგუფის დამფუძნებელიც გურულია. ბახმარო გურიაში ყოველთვის აქტუალური თემა იყო. ალბათ ბავშვობაში ხშირად იქნებოდით ბახმაროში?
- ჩვენთვის, გურულებისთვის, ბახმარო ჩვენი ბავშვობის ნაწილი იყო. ახლა ცხოვრების ნაწილიც გახდება. ასრულდება საუკუნოვანი ოცნება, რომ ბახმაროში წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს დასვენება; რომ იყოს კეთილმოწყობილი და კიდევ უფრო ლამაზი.
ერთხელ, ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ ხუმრობით გვითხრა - სამი მთავარი ოცნება ჰქონდა გურულ ოჯახს - მთავრობაში ("ცეკაში) ჰყოლოდა ახლობელი; ბახმაროში შეძლებოდა ოჯახის დასვენება და ღვთისმშობლობას ჯიხეთში ასულიყო სალოცავად.
ჩვენი პროექტი ბახმაროს ოცნების ასრულება იქნება.

(R)



რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?