სილქნეტი თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს "მსახიობები ლიტერატურისათვის" წარადგენს - კვირის პალიტრა

სილქნეტი თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალზე პროექტს "მსახიობები ლიტერატურისათვის" წარადგენს

დღეიდან 2 ივნისის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს თეატრისა და კინოს მსახიობები წარადგენენ.

პროექტში ოცდაათზე მეტი მსახიობია ჩართული, რომელიც პროექტის ავტორმა, მსახიობმა ნინო კასრაძემ ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით გააერთიანა:

"უკვე მეორე წელია კომპანია სილქნეტი, როგორც განათლებისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თბილისის წიგნის ფესტივალზე პროექტ "მსახიობები ლიტერატურისთვის" წარადგენს. მსახიობები ფესტივალის სტუმრებს გააცნობენ ახალ გამოცემებს, ყოველი დღის ბოლოს ქართველი დრამატურგების პიესების მიხედვით მოკლე წარმოდგენებს გაითამაშებენ. სამი დღის განმავლობაში საგანგებოდ მოწყობილი სცენა ყველა თაობის მსახიობს გააერთიანებს. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობას მოზარდებიც იღებენ." - განაცხადეს სილქნეტში.

ღონისძიებას "მსახიობები ლიტერატურისთვის" საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების პროგრამა

31 მაისი, პარასკევი

12:00 – 14:00 საათამდე - პროექტის წარდგენა; უილიამ ფოლკნერის რომანი "დაუმარცხებლები" - ნინო კასრაძე; როლან ბარტის ესეების კრებული "ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან"; მერაბ მამარდაშვილის ლექციები - ანა ნიკოლაშვილიედუარდო მენდოსას რომანი "საოცრებათა ქალაქი" - კოკო როინიშვილი; ხალიდ ჰოსეინი რომანს "ათასი მოელვარე მზე" - ნანი ჩიქვინიძე; ენდი უორჰოლის მოგონებების კრებული "ენდი უორჰოლის ფილოსოფია"- მარიამ ჯოლოგუა; მიშა ბახსოლიანის პროზაული კრებული "სასაუზმე ბუდაპეშტი"- ირაკლი გოგოლაძე; ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი "ზინკა ადამიანი"- ნინო არსენიშვილი;

14.45 – 16.00 მოზარდები წარადგენენ 6 ახალ წიგნს;

16.00 საათიდან დარეჯან ხარშილაძე წარადგენს უილიამ ფოლკნერის რომანს "ველური პალმები" - მერაბ აბაშიძის ორტომეულს; ია სუხიტაშვილი წარადგენს ნანა ცინცაძის რომანს "მზე ხელისგულზე"; თემიკო ჭიჭინაძე წარადგენს ალექს ფერგიუსონის წიგნს "ჩემი ბიოგრაფია"; დათუნა გოცირიძე წარადგენს დანიილ ხარმსის პროზაულ კრებულს "შენ ფანჯარაში დამინახავ"; მერაბ ნინიძე წარადგენს კარლ უვე კნაუსგორის რომანს "ჩემი ბრძოლა";

18:00 საათიდან სცენა დრამატურგიას დაეთმობა: ბასა ჯანიკაშვილი წარადგენს საკუთარ პიესას "დიქტატურა";

1. ფრაგმენტები ლაშა ბუღაძის პიესიდან "ხილვა" (რეჟისორი დავით საყვარელიძე)

2. ფრაგმენტები ნინო ხარატიშვილის პიესიდან "კოლონია" (რეჟისორი ზურა გეწაძე)

3. ფრაგმენტები ბასა ჯანიკაშვილის პიესიდან "სულები და თანამოაზრენი" (რეჟისორი ირაკლი ჩხიკვაძე)

1 ივნისი, შაბათი

12.00 საათიდან ნინო კასრაძე წარადგენს დათო ბარბაქაძის ლექსების კრებულს "ტბის სანაპიროს სიმღერები"; ანი ტყებუჩავა წარადგენს ბექა ქურხულის რომანს "ორი მთვარის ამბავი" და პროზაულ კრებულს "ქალაქი თოვლში"; გიორგი ბოჭორიშვილი წარადგენს ჩანახატების კრებულს "ვაშლის ბაღები"; ბაია დვალიშვილი წარადგენს მარიო ვარგას ლიოსას რომანს "ხუთი კუთხე"; მარინა ჯანაშია წარადგენს ნოდარ მაჭარაშვილის რომანს "ავი მუსაიფი"; თამაზ ჭილაძის ჩანაწერების კრებულს "ცოცხალი მიწა"; მარიტა ჯანაშია წარადგენს ჯეფ ვანდერმეიერის ნოველას "ანიჰილაცია"

14.45 საათიდან აზროვნების აკადემიის "ლიტერატოს" (ხელმძღვანელი თაკო რაზმაძე) მოსწავლეები წარადგენენ უცხოელი მწერლების 12 წიგნს;

16.00საათიდან ნინო კასრაძე წარადგენს ჟირაფი ჟოზეს შესახებ წიგნს "მეგობრები"; ლილი და ნანა ხურითები წარადგენენ მარინა ლომიძის წიგნს "ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა"; ლევან მუსხელიშვილის პროზაულ კრებულს "სიზმარი"; გელა სულაძის წიგნს "საქართველოს პირველი პრემიერის ნოე რამიშვილის მკვლელობა"; თამთა ინაშვილი წარადგენს ინგმარ ბერგმანის მემუარული ჟანრის წიგნს LAთEღNA MAGIჩA; რუსთაველის თეატრის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე წარადგენს მაქს ფრიშის პიესას "დონ ჟუანი ანუ გეომეტრიის სიყვარული"

18.00 საათიდან ფრაგმენტების კითხვა პიესებიდან- ფრაგმენტები ამირ დეჟაქამის პიესიდან "დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!" (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე); ფრაგმენტები ალექს ჩიღვინაძის პიესიდან "თქვენთანაც აბრახუნებენ?" (რეჟისორი ლაშა ინწკირველი); ფრაგმენტებს ირაკლი კაკაბაძის პიესიდან "აუტისტი ტერორისტის განცხადება" კითხულობს მერაბ ნინიძე

2 ივნისი, კვირა

12.00 საათიდან ნინო კასრაძე წარადგენს ვლადიმირ სოროკინის რომანს "რიგში" და პიესას "თეთრი კვადრატი"; ზაალ ჩიქობავა წარადგენს ზურაბ ქარუმიძის რომანს "მელია ტულეფია"; გაგა ნახუცრიშვილის პოეტურ კრებულს "სტროფი"; რუსიკო ბოლქვაძე წარადგენს სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებულს "სიბრძნე სიცრუისა" -; ფრიდრიხ დიურენმატის დრამატულ ბალადას "მინოტავრი" და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ დეტექტივს "დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება"; ნატო მურვანიძე წარადგენს ჰერმან ჰესეს მოთხრობას "მოხილვა დილის ქვეყნისა"; იუკიო მიშიმას რომანს "ნიღბის აღსარება"; თორნიკე გოგრიჭიანი წარადგენს დევიდ ლინჩის წიგნს "როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი"; გიორგი ბახუტაშვილი წარადგენს ივა ფეზუაშვილის რომანს "ფსკერის სახარება"

14.45 – 16.00სთ მოზარდები წარადგენენ სხვადასხვა ავტორთა 5 წიგნს.

16.00 საათიდან გიორგი შარვაშიძე წარადგენს ვინფრიდ გეორგ ზებალდის წიგნს "ემიგრანტები"; ხალიდ ჰოსეინის წიგნს "ზღვას ვევედრები"; კახა კინწურაშვილი წარადგენს მოასირ სკლიარის რომანს "კაფკას ლეოპარდები"; ქეთი ხიტირი წარადგენს მიშელ ტურნიეს რომანს "გასპარი, მელქიორი და ბალთაზარი"; დათო ევგენიძის პოეტურ კრებულს "საქართველოს ფოსტა"; ახალგაზრდა მკითხველი ელენე მაისურაძე წარადგენს ფრანც კაფკას ნოველას "მეტამორფოზა"; ახალგაზრდა მკითხველი ლაშა კვირკველია წარადგენს ზიგმუნდ ფროიდის "რჩეულ შრომებს";

17.30 საათიდან ფრაგმენტების კითხვა პიესებიდან

პროექტის "მსახიობები ლიტერატურისთვის" წარმდგენია "სილქნეტი".

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

(R)