სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიამ" და ბრენდ "შენი სათამაშოს ისტორიამ" ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ცისარტყელას" მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე
31-05-2019
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიამ" და ბრენდ "შენი სათამაშოს ისტორიამ" ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ცისარტყელას" მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე
ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ცისარტყელაში", სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიასა" და "შენი სათამაშოს ისტორიას" თანამშრომლობის შედეგად, ცენტრის მოსწავლეების სათამაშოებად ქცეული ნახატების გამოფენა შედგა.

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და მუდმივად მონაწილეობს საზოგადოებრივ აქტივობებში, არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იყო გამონაკლისი. გადავწყვიტეთ მხოლოდ საჩუქრებით არ შემოვფარგლულიყავით და ბავშვებისთვის ბრენდი "შენი სათამაშოს ისტორიასთან" ერთად საერთო აქტივობა დაგვეგეგმა.

"შენი სათამაშოს ისტორია", თაკო გვარაძის, ნათია ტატიშვილის და ნინო ებრალიძის საერთო ბრენდია,
რომელიც ბავშვებს ნახატებს უცოცხლებენ და ქმნიან ნახატის იდენტურ სათამაშოებს.

"შენი სათამაშოს ისტორია" - ძალიან გვინდოდა ჩვენც გაგვეხარებინა მზრუნველობამოკლებული ბავშვები, გვეჩუქა ერთი დაუვიწყარი ემოცია, და სადაზღვეო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან ერთად მოგვეცა საშუალება, ჩვენი ოცნება აგვეხდინა, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით მთელი გუნდი. დღეს უკვე ყველას შეუძლია
გაახაროს თავიანთი ახლობელი, შვილი თუ მეგობარი, ჩვენ თქვენი ფანტაზიით შექმნილ ნახატს ვაქცევთ ხელშესახებს, შერეული ქსოვილებით, ფუმფულა სათამაშოს სახით, თქვენი ნახატის იდენტურს.

ცენტრ "ცისარტყელას" მიზანია, დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და ფსიქო-სოციალურ განვითარებას. სოციალური ინტეგრაციის მიზნით ტარდება საგანგებო აქტივობები, როგორიცაა სპორტული შეჯიბრებები, ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენები, კულტურული ღონისძიებები (სპექტაკლები, კონცერტები, ექსკურსიები და სხვა);

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?