"ბიბლუსი" მაისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" მაისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მაისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში მოხვდა ის წიგნები, რომლებიც 1-ლიდან 31 მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 60 ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ტოპსამეულში ამჯერადაც სამი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს იკავებს თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა". რომანი სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც აღწერილია ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

მეორე ადგილზეა დებიუტანტი ქართველი მწერლის ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო". ამ რომანმა გაიმარჯვა სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" და მკითხველის დიდი გამოხმაურებაც მოიპოვა.

მესამე ადგილზეა ნათია ფანჯიკიძის "შიშო, გამოდი გარეთ" .

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოდის.

მხატვრული ლიტერატურა

1. თემურ ბაბლუანი, "მზე, მთვარე და პურის ყანა"

2. ია კარგარეთელი, "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

3. ნათია ფანჯიკიძე "შიშო, გამოდი გარეთ"

4. ნინო მკალავიშვილი "შენ საკმარისი არ ხარ"

5. ელიფ შაფაქი, "სიყვარულისორმოცი წესი"

6. სოფო არდია, "გროსმაისტერი"

7. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა"

8. თათული ღვინიანიძე, "აღიარება ხელისგულზე"

9. გურამ დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი"

10. ხალედ ჰოსეინი, "ფრანით მორბენალი"

საბავშვო ლიტერატურა

1. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი"

2. ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

3. "პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის"

4. ქართული ანბანი - საბავშვო ლექსები

5. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, "პატარა პრინცი"

6. ჯოან როულინგი, "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

7. "ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი - ცხოველები"

8. "ჯადოსნური ზღაპრები" - სახალისო პერსონაჟებითა და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით

9. "ჩემი პირველი ბიბლია"

10. ენიდ ბლაიტონი, "ცნობილი ხუთეული - ხუთეული განძის კუნძულზე"

შეგახსენებთ, რომ წელს "ბიბლუსი" 11 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ქსელში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. "ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა არა მხოლოდ "ბიბლუსში", არამედ ჩვენს ვებგვერდ www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.