Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის
04-06-2019
Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის
Volvo Cars-მა - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლი­დერ­მა კომ­პა­ნი­ამ და სპორ­ტუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა შვე­დურ­მა ბრენდმა POC-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რომ შექ­მნან ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ფხუ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის ვოლ­ვო­სე­უ­ლი სტან­დარ­ტით და მა­ღა­ლი გამ­ძლე­ო­ბით, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს მათ უსაფრ­თხო­ე­ბას.

ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და ვე­ლო­სი­პე­დებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტებს ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ფა­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა Volvo Cars-მა კომ­პა­ნია POC-თან ერ­თად უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ახ­დი­ნოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია.

Volvo-ს და POC-ის პრო­ექ­ტი შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი იმი­ტი­რე­ბუ­ლი "ქრეშ
ტეს­ტის­გან", რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ქ. გო­თენ­ბურ­გის ცნო­ბილ უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრში. კვლე­ვის მი­ზა­ნია დად­გინ­დეს ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის და­შა­ვე­ბის სიმ­ძი­მე და ტი­პე­ბი, რომ ამ მო­ნა­ცე­მე­ბე­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნას მე­ტად უსაფრ­თხო ჩა­ფხუ­ტი.

ტეს­ტი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში POC-ის ფირ­მის ჩა­ფხუ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან მა­ნე­კე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჯა­ხე­ბი­ან სტა­ტი­კუ­რად მყოფ ვოლ­ვოს ავ­ტო­მო­ბი­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით და სიჩ­ქა­რით. ტეს­ტი­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა არ­სე­ბულ
სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რებს, რო­მელ­საც Volvo Cars-ი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის იყე­ნებს.

სტან­დარ­ტუ­ლად, ჩა­ფხუ­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ტეს­ტო პრო­ცე­დუ­რე­ბი არის მარ­ტი­ვი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩა­ფხუ­ტე­ბის გა­ტესტვას მხო­ლოდ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა გრა­დუ­სით და­ვარ­დნი­სას და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­ჯა­ხე­ბის პრო­ცესს. Volvo-ს და POC-ის პრო­ექ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ტეს­ტი­რე­ბის ახალ სტან­დარტს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბას. ასე­თი ტი­პის ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად POC-ის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა შექ­მნას უფრო მე­ტად უსაფრ­თხო და და­ცუ­ლი ჩა­ფხუ­ტე­ბი.

"მსგავ­სი სა­ხის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა POC-სთან არის ჩვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თი. ჩვენ ხში­რად ვა­ტა­რებთ უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტეს­ტი­რე­ბებს, რად­გან ჩვე­ნი მი­ზა­ნია არა მარ­ტო ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეთ სა­ყო­ველ­თაო შე­დე­გებს, არა­მედ გავ­ცდეთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნებს და შევ­ქმნათ ყვე­ლა­სათ­ვის უფრო მე­ტად უსაფრ­თხო გა­რე­მო" - ამ­ბობს მე­ლინ ეკ­ჰოლ­მი, Volvo Cars-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ერთ-ერთი ლი­დე­რი ინ­ჟი­ნე­რი.

"უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, ინო­ვა­ცი­ა­ში და დი­ზა­ინ­ში მი­ღე­ბულ­მა 60-ზე მეტ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დომ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თოთ უფრო მეტი მსგავ­სი სა­ხის პრო­ექ­ტი. ისე­ვე რო­გორც Volvo Cars-ში უსაფრ­თხო­ე­ბა არის უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი და მი­სია, რო­მე­ლიც წინ უძღვის ყო­ველ ახალ იდე­ას და ინო­ვა­ცი­ას, ასე­ვე კომ­პა­ნია POC-ი ჩვე­ნი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წამ­ყვან ინ­ჟი­ნე­რებ­თან ერ­თად ვართ ლი­დე­რე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი იდე­ე­ბის მხრივ. სა­სერ­თი­ფი­კა­ტო სტან­დარ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამან არ უნდა შე­ზღუ­დოს ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ ვი­ყოთ ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე და ვი­ფიქ­როთ ინო­ვა­ცი­უ­რად" - აღ­ნიშ­ნავს POC-ის პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოს­კარ ჰასი.

Volvo Cars-ი რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კომ­პა­ნია, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე, კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს მრა­ვალ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტში.

ბოლო წლებ­ში Volvo Cars-მა ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა­ზე, რომ­ლე­ბიც არ სხე­დან ავ­ტო­მო­ბილ­ში და არი­ან მის გა­რეთ. მა­გა­ლი­თის­თვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შე­ი­მუ­შა­ვა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ამომცნო­ბი დე­ტექ­ტო­რი და ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბის სის­ტე­მა. კომ­პა­ნია 2013 წლი­დან ანა­ლო­გი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. დე­ტექ­ტო­რი იყე­ნებს ავ­ტო­მო­ბი­ლის კა­მე­რებს და რა­და­რებს, რათა ამო­იც­ნოს ობი­ექ­ტი და ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბოს მძღოლს, ხოლო გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად­ვე მო­ახ­დი­ნოს შემ­თხვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნოს ავ­ტო­მა­ტუ­რი მუხ­რუ­ჭი. ორი­ვე ტექ­ნო­ლო­გია გახ­და სტან­დარ­ტი ვოლ­ვოს ყო­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები