უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ლატვიელი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ჟურნალისტების ობიექტივში უკვე მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები თავისი საოჯახო მარნებითა და სამზარეულოთი. ჟურნალისტები რეგიონს 1 ივნისს ესტუმრნენ და ქვეყანას ისინი დღეს დატოვებენ.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურების შედეგად აჭარის შესახებ სტატიები და
რეპორტაჟები ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის რეიტინგულ მედიასაშუალებებში. წლის ბოლომდე, ჯამში 40-მდე მედია-ინფოტურის ორგანიზება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს 16 სამიზნე ქვეყნიდან ეწვევიან. რაც შეეხება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს წელს, პირველად ინიშნება ჩარტერული
ფრენები ბათუმის მიმართულებით ტალინიდან და ვილნიუსიდან.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები