რუსეთი ოკუპანტია !
3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს
08-06-2019
3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს
გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღია კამერიანი წყალგანაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს.

გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან
ჩაჭრილ დანადგარებს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?