წიგნები, რომელთა წაკითხვაც 8-14 წლის ბავშვებისთვის ზაფხულის არდადეგებზეა რეკომენდებული - კვირის პალიტრა

წიგნები, რომელთა წაკითხვაც 8-14 წლის ბავშვებისთვის ზაფხულის არდადეგებზეა რეკომენდებული

ზაფხულის არდადეგები საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა მხატვრული წიგნები იკითხონ. დასვენებული და მშვიდი გონებით ისინი უკეთესად შეიმეცნებენ მრავალფეროვან სამყაროს და ფანტაზიასაც მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემენ.

წიგნის კითხვის დროს ბავშვები აღმოაჩენენ და იმოგზაურებენ ახალ სამყაროში, ახალ შთაბეჭდილებებს შეიძენენ, გაეცნობიან სხვადასხვა კულტურასა და ხალხს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ბავშვს ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაკარგოთ, ზაფხული მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ და ბავშვს რაც შეიძლება მეტი წიგნი შესთავაზოთ წასაკითხად.

აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ ბავშვებისთვის შეთავაზებული წიგნებიც, რადგან ზაფხულის დღეებში მათ გული მუდმივად თამაშისკენ მიუწევთ და კითხვით დაინტერესება შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც.

გირჩევთ 10 წიგნს, რომლებიც ზაფხულში პატარებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ:

ჯეკ ლონდონის "თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში"

ეს არის კლასიკოსი მწერლის საბავშვო მოთხრობა, რომელიც გაახარებს და გააოცებს პატარა მკითხველს. კლასიკოსების საბავშვო ნაწარმოებები ქართულ ენაზე ხშირად არ გამოიცემა. ამიტომ ეს სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ და თქვენს შვილს წააკითხოთ. "თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში" მათ საოცარ საყაროში ამოგზაურებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ირენ ადლერის "შერლოკი, ლუპენი და მე"

სამი განუყრელი მეგობარი, სამი საუცხოო გონება. მათ ერთად ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოძიება შეუძლიათ. თითქმის დანის პირზე მოსიარულე მეგობრების საოცარი თავგადასავალი.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი"

ეს ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.

ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის, გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება. გაგრძელება