რუსეთი ოკუპანტია !
პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს
11-06-2019
პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს
პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება.

აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის პროფესიონალებს აერთიანებს. პაშა ბანკი, როგორც ოფიციალური პარტნიორი, მეორედ დაუჭერს მხარს ობლიგაციების კონგრესს.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და
მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

წელს ღონისძიებას ორასამდე მონაწილე ეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან. 45 მათგანი კონფერენციაზე სპიკერის სტატუსით წარდგება. კონგრესზე განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იქნება: ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი; დსთ-ს და კავკასიის მაკროეკონომიკური ტრენდები; დსთ-ს და კავკასიის
ევროობლიგაციების ბაზარი; სპეციალური სესიები ფიქსირებულ შემოსავლიან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?