თინათინ აზალაძის ბედნიერების ისტორია: მან "ლოტო 6/36" - ში 79 172 ლარი მოიგო - კვირის პალიტრა

თინათინ აზალაძის ბედნიერების ისტორია: მან "ლოტო 6/36" - ში 79 172 ლარი მოიგო

"ლოტო 6/36"-ის მე-19 ტირაჟის დროს გათამაშებული მეორე კატეგორიის თანხა 79 172 ლარი თბილისელმა თინათინ აზალაძემ მოიგო. მან უახლესი ნათესავების დაბადების თარიღებით შეავსო საკუთარი იღბლიანი ბილეთი - შვილის, მეუღლის, დედის, მამის დაბადების რიცხვებმა კი მას 79 172 ლარი მოუტანა. როდესაც ოჯახმა მოგების შესახებ შეიტყო, ოჯახის წევრებს ბედნიერებისგან მთელი ღამე არ ეძინათ, მოგებული ბილეთი კი რამდენჯერმე გადაამოწმეს, რადგან ბოლომდე არც სჯეროდათ, რომ მოგება შესაძლებელია და რომ "ლოტო 6/36"-ის მეორე კატეგორიის მოგებულები სწორედ ისინი აღმოჩნდენენ.

თინათინ აზალაძემ მოგებული თანხით ბანკის კრედიტი გაისტუმრა და ახლად შეძენილი ბინის რემონტი დაასრულა. იყავი შემდეგი, შეიძინე ლატარიის ბილეთები მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, უბნის მაღაზიებში, დიდ სავაჭო ცენტრებში, "ავერსისა" და "გუდვილის" ქსელში უშუალოდ სალაროებთან ან ონლაინ www.lotto.ge -ზე და თავად დარწმუნდი, რომ „ბედიერებამდე ერთი თამაშია“.