"იქნებ თავის მოკვლა მინდა“ - აბონენტი გაზის სპეციალისტს შემოწმებაზე არ უშვებდა
"იქნებ თავის მოკვლა მინდა“ - აბონენტი გაზის სპეციალისტს შემოწმებაზე არ უშვებდა
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, მაისში, დედაქალაქის მასშტაბით, განმეორებითი შემოწმების შემდეგ 3828 აბონენტს ქსელიდან ჩაუჭრეს ღია კამერიანი აკრძალული წყლის გამაცხელებლები, ე.წ. კალონკები.

ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა, სადაც გაზის სპეციალისტებმა 891 აბონენტს განმეორებით ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი. მათ ერთხელ უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ მკვლელი გაზდანადგარები, თუმცა თვითნებურად დააერთეს ქსელზე, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც.
ისანსა და ვაზისუბანში 605 აბონენტს ჩაუჭრეს მკვლელი
დანადგარი ქსელიდან, გლდანში - 427-ს, სანზონაში- 374-ს, ჩუღურეთში - 269-ს, დიდუბეში - 249-ს, საბურთალოზე - 231-ს, კრწანისში - 227-ს, ნაძალადევის რაიონში 138 მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან, ნუცუბიძეზე - 103, მთაწმინდაზე - 125, დიღომში - 98, ვაკეში - 75 და წყნეთში - 16.

თქვენ სწორედ იმ
ვიდეომასალას უყურებთ, რომელიც განმეორებითი შემოწმებისას არის გადაღებული. ერთ-ერთი აბონენტი კი, რომელიც გაზის სპეციალისტებს არ აძლევდა უფლებას, ქსელიდან ჩაეჭრათ კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი, ამბობს, რომ მას აქვს უფლება, სახლში ჰქონდეს მკვლელი დანადგარი.

(R)

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები