"მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა - კვირის პალიტრა

"მზარეული“ ბაზარზე ახალი, თანამედროვე შეფუთვით წარსდგა

“ნიკორას“ შვილობილი ბრენდი "მზარეული“ სამომხმარებლო ბაზარზე ახალი, თანამედროვე, ეფექტური ვიზუალით წარსდგა. შეიცვალა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო, შეფუთვის ფორმა.

დიზაინის კონცეფცია კომპანიაშივე შეიქმნა. ახალ დიზაინზე ბრენდის დიზაინერმა ბარბარე მაჭავარიანმა იმუშავა. ფოტოსესია კი "ლაპ-სტუდიას“ ეკუთვნის.

ბრენდის სახელწოდება "მზარეული“ უცვლელი დარჩა. ასევე ლოგოს შემადგენელ ნაწილად დარჩა "მზარეულის“ ქუდი, როგორც ბრენდის სიმბოლო.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი დიზაინი სრულად ეხმიანება ბრენდის სათქმელს და პასუხობს ბრენდის ძირითად იდეას. "მზარეულის“ პროდუქცია ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის საპირწონე საკვებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება. ამიტომ დიზაინში, მთავარი აქცენტი გაკეთდა მზა პროდუქტის ვიზუალზე, სადაც იგრძნობა ჩვენი ნახევარფაბრიკატების გემო. ვფიქრობთ, მომხმარებლები პოზიტიურად შეაფასებენ ჩვენს ნამუშევარს. როდესაც ადამიანი ხარისიხიან კერძს უსწრაფესად იღებს, ეს მას სასიამოვნო განწყობის შექმნა-შენარჩუნებაში ეხმარება. რებრენდინგის პროცესი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ვეცადეთ 26 დასახელების პროდუქტისთვის საუკეთესო კომპოზიციები შეგვერჩია,“ - განმარტავენ კომპანიაში.

"მზარეულის“ განახლებული პროდუქცია წარმოდგენილია "ნიკორას“ სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში.