ხვალ ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ხვალ ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ზაფხულის ფესტივალამდე ერთი დღე რჩება. ბათუმში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ტარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. ტარდება სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში სასტუმროებს შორის, სადაც Summer fest –ის თასი გათამაშდება. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარია უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც აქტიურად უკრავს
ბერლინის, ლონდონისა და საფრანგეთის ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე.

14:00-17:00 Stig (DJ)

14:00-17:00 ფრანების შოუ

14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები

17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)

20:00 – 21:00 ბენდი "ლურჯი იალქანი“

20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი

21:00 –
22:00 ბენდი The Loudspeakers

22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)

22:00 – 22:30 ფარნების შოუ

22:40 – 23:00 ღამის ფოეირვერკი

00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. "ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები