"პაშა ბანკმა" დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია
"პაშა ბანკმა" დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია
"პაშა ბან­კის" სპონ­სო­რო­ბით, ბა­თუმ­ში, 13-14 ივ­ნისს დსთ-ს, ბალ­ტი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის რი­გით მე-16 კონ­გრე­სი ჩა­ტარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­გრე­სი 2004 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა და დსთ-ს, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს აერ­თი­ა­ნებს. პაშა ბან­კმა, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ­მა პარტნი­ორ­მა, მე­ო­რედ და­უ­ჭი­რა მხა­რი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის კონ­გრესს.

პაშა ბან­კი ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში ოპე­რი­რებს. "პაშა ბან­კი" მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის
სა­წარ­მო­ებს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

წლე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას ორა­სამ­დე მო­ნა­წი­ლე ჰყავ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. 45 მათ­გა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სპი­კე­რის სტა­ტუ­სით წარ­დგა.

კონ­გრეს­ზე გან­ხი­ლულ მთა­ვარ სა­კი­თხებს შო­რის იყო: ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზა­რი; დსთ-ს და კავ­კა­სი­ის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ტრენ­დე­ბი; დსთ-ს და კავ­კა­სი­ის ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი;
სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­სი­ე­ბი ფიქ­სი­რე­ბულ შე­მო­სავ­ლი­ან ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლა­რუ­სი­ა­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.

დსთ-ს, ბალ­ტი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის კონ­გრე­სი ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ტარ­დე­ბა, რაც მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ.

(R)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?