ახალი ტექნოლოგიები და ველური ბუნება Tbilisi Hills Golf & Residences - ში - კვირის პალიტრა

ახალი ტექნოლოგიები და ველური ბუნება Tbilisi Hills Golf & Residences - ში

საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და იხვეწება. ის, რაც რამდენიმე წლის წინ სტანდარტად ითვლებოდა, ახლა წარსულს ჩაბარდა და ადგილი ახალ ტექნოლოგიებს დაუთმო. რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მოგვეჩვენებოდა გვქონოდა “ჭკვიანი სახლი”, რომელშიც ყველა ელექტრო მოწყობილობა -გათბობა, კონდიცირება, ვიდეო კამერები, დაცვის სისტემა, ტელევიზორები, კომპიუტერები თუ აუდიო სისტემები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებოდა და ჩვენი დისტანციური კონტროლით იმოქმედებდა. დღეს “ჭკვიანი სახლი” რეალობაა, რომელიც ჩვენს კომფორტს, უსაფრთხოებასა და დროის დაზოგვას ემსახურება.

ახალი ტექნოლოგიებით საქართველოში არც ისე განებივრებულები ვართ. ერთ-ერთი პირველი დეველოპერი, ვინც ცდილობს მიყვეს ახალ ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ თბილისი Hills Golf & Residences -ია.

კომპლექსში, რომელიც 331 ჰექტარზე გაშენდება 1 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება. პროექტი 3000-მდე მოსახლეზეა გათვლილი და რამდენიმე ტიპის საცხოვრებელ სახლს სთავაზობს პოტენციურ მომხმარებლებს.

Tbilisi Hills Golf & Residences -ში განთავსებული ყველა სახლი აღჭურვილი იქნება “ჭკვიანი სახლის” სისტემით, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის კომპლექსს, რომელიც თბილისიდან მოშორებით, თუმცა სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, გამწვანებულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. ველური ბუნებისა და ახალი ტექნოლოგიების სინთეზით, შეიქმნა უნიკალური პროდუქტი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

გარდა “ჭკვიანი სახლის” სისტემისა, Tbilisi Hills Golf & Residences -ში სახლები მომავალი მაცხოვრებლების სურვილის მიხედვით, შეიძლება აღიჭურვოს ნახევრადავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემით, რომელიც აშენებულია მზის ელემენტის გამოყენებით და ენერგოდაზოგვითი მასალებით, რაც ხდის მათ უფრო ეკოლოგიურსა და ეკონომიურს. ასევე, თითოეულ სახლში იქნება გათბობის, ვენტილაციისა და სენსორული კონდიცირების სისტემები. კომპლექსის მთელს ტერიტორიაზე განთავსებულია სმარტ განათებები, რაც ასევე ეკოლოგიაზე ზრუნვას ემსახურება.

ენერგოეფექტურობაზე ზრუნვის გარდა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა. ამისათვის, დაგეგმარების ეტაპიდან გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, რომ შენარჩუნდეს ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემა. სწორედ ამიტომ, მშენებლობაში მხოლოდ ევროკავშირში სერტიფიცირებული, ევროპული და ქართული წარმოების, პრემიალური ხარისხის მასალები გამოიყენება.

იხილეთ ვიდეო