სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს "ნიკორა“ მომხმარებელს?
19-06-2019
სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს "ნიკორა“ მომხმარებელს?
1805 წელს ვე­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ყა­საბ­მა იო­ჰან ლა­ნერ­მა სო­სის­ში ღო­რის ხორცს სა­ქონ­ლის ხორ­ცი და­უ­მა­ტა და ასე მი­ი­ღო სო­სი­სის ის სა­ხე­ო­ბა რაც დღეს არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბა­ზარ­ზე. მას შემ­დეგ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზა­რი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ბრენ­დი "ნი­კო­რაა“, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე ზრუ­ნავს. "ნი­კო­რა" ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის 40%-მდე წი­ლით უკვე 21 წე­ლია მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას. სულ ახ­ლა­ხანს კი კომ­პა­ნი­ამ ასორ­ტი­მენტს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი პრო­დუქ­ტი შე­მა­ტა.
კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ "ნი­კო­რას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერს ანა კო­შა­ძეს მივ­მარ­თეთ.

მოგ­ვი­ყე­ვით იმ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც "ნი­კო­რამ“ ახ­ლა­ხანს შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას

ჩვენს ასორ­ტი­მენტს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი შე­ე­მა­ტა: რუ­ლე­ტი მა­ი­ო­რა­ნი, შაშ­ხი "თა­ვა­დუ­რი“, შაშ­ხი "ბუ­ჟე­ნი­ნა“, ქათ­მის შაშ­ხი და შაშ­ხის ძეხ­ვი.

გა­ნახ­ლდა შაშ­ხი "თა­ვა­დუ­რის“ გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ღო­რის
მჭლე ბარ­კლის­გან მზად­დე­ბა. გა­რე­დან შე­ბოლ­ვა ხორცს გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს ანი­ჭებს.


ასორ­ტი­მენტს სულ ახ­ლა­ხანს შე­ე­მა­ტა შაშ­ხის ძეხ­ვი და ქათ­მის შაშ­ხი. ღო­რის ხორ­ცის და შე­რე­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა შაშ­ხის ძეხვს გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს ანი­ჭებს. ქათ­მის შაშ­ხი და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლო­ბით და სიმ­სუ­ბუ­ქით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ ეტაპ­ზე "ნი­კო­რა“ 100-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქტს აწარ­მო­ებს.

ახ­ლა­ხანს "ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბილ­მა ბრენდმა "მზა­რე­ულ­მა“ თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია ახა­ლი შე­ფუთ­ვით წარ­მო­ად­გი­ნა. რა­ტომ შე­იც­ვა­ლა შე­ფუთ­ვა და ზო­გა­დად, რა გავ­ლე­ნა აქვს შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ხა­რისხს პრო­დუქ­ტის ხა­რისხზე?

"მზა­რე­უ­ლის“ პრო­დუქ­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბა­ზარ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და საკ­მა­ოდ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. ამ­ჯე­რად და­იხ­ვე­წა შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის დი­ზა­ი­ნი, ლოგო და შე­ფუთ­ვის ფორ­მა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის და შე­სა­ნა­ხად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­და. "მზა­რე­უ­ლის“ პრო­დუქ­ცია ოჯახ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბის მსგავ­სი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, სწრა­ფად მზად­დე­ბა.

შე­ფუთ­ვის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა უზ­რუნ­ველ­ყოს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლამ­დე პირ­ვან­დე­ლი სა­ხით მი­ტა­ნა. მა­სა­ლა და და­ნად­გა­რი, რომ­ლი­თაც ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი იფუ­თე­ბა, შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ პრო­დუქ­ცია გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, მტვე­რის, ჭუ­ჭყი­სა და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის­გან, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ "ნი­კო­რა“ იყე­ნებს არა ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მო­წო­დე­ბულ ნედ­ლე­ულს. რა­ტომ ვერ ხდე­ბა ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა?


სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი წარ­მო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ნედ­ლე­ულს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ვი­ძენთ და ხა­რის­ხის 100%-იანი გა­რან­ტია გვაქვს. თუმ­ცა თუ ბა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ნედ­ლე­უ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ჩვენ მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით ამას.

"ნი­კო­რა“ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ?

პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი, რომ ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით არის გა­ნათ­ლე­ბა. ცოტა ხნის წინ გა­ვა­ფორ­მეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მათ სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში გა­ი­ა­რონ სტა­ჟი­რე­ბა. ასე­ვე, ვაგ­რძე­ლებთ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის 4 მო­წი­ნა­ვე სტუ­დენ­ტი "ნი­კო­რას“ სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას კვლა­ვაც იღებს. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­და.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები