საზღვაო სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა
საზღვაო სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა
აჭარაში საზღვაო სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ყველაზე ფერადმა ფესტივალმა წელსაც უამრავ სტუმარს უმასპინძლა. ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ზღვის სანაპიროზე ფესტივალი ელექტრონული მუსიკითა და ფრანების შოუთი გაიხსნა. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები ზრუნავდნენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარი იყო უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალების აქტიური მონაწილეა, ბათუმს კი პირველად სტუმრობდა.


პლაჟზევე ფუქნციონირებდა ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ
ფასად იყო შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობები გაიმართა. მათ შორის სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში, სადაც Summer fest–ის თასი სასტუმროებს შორის გათამაშდა. ფესტივალზე საპატიო ადგილი ეჭირა ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოს. მასთან ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საზღვაო სეზონის გახსნა სტუმრებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სცენიდან მიულოცა, რის შემდეგაც ფესტივალი დღის ფოიერვერკმა დაამშვენა. ზაფხულის ფესტივალი 14:00 საათიდან 05:00 საათამდე გაგრძელდა. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები