#ქართულიზაფხული - "პალიტრა მედია" სასტუმროების მფლობელებს უფასო რეკლამას სთავაზობს
#ქართულიზაფხული - "პალიტრა მედია" სასტუმროების მფლობელებს უფასო რეკლამას სთავაზობს
მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აიკ­რძა­ლა, სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის რის­კის წი­ნა­შე დად­გა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ამ რის­კის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა გა­და­წყვი­ტა და შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას უცხო­ე­თის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს, ასე­ვე მო­უ­წო­დებს უცხო­ელ მე­გობ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რონ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" იზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მუხტს და შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, იწყებს უპ­რე­ცე­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას -#ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­რეკ­ლა­მო სივ­რცეს
უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს.

კამ­პა­ნი­ა­ში #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მა ჩა­ერ­თვე­ბა, მათ შო­რის: ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი", ვებ-გვერ­დი AMBEBI.GE, გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა". შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­რო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია და მეტ ქარ­თველს მი­აწ­ვდი­ნონ ხმა, იმის­თვის რომ შიდა ტუ­რიზ­მით მეტი
ად­გი­ლობ­რი­ვი და­ინ­ტე­რეს­დეს.

"#ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი არის სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბის აქტი, რო­მელ­საც გვსურს ჩვენ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდნენ ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი და მკი­თხვე­ლე­ბი. თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ #და­ვა­ფა­სოთ­სა­კუ­თა­რი და მო­ვი­წყოთ #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი" - აცხა­დე­ბენ "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში".

ახა­ლი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დით:

0322196013
ალექს
04 ივლისი 2019 05:18
უფასოზე საგადასახადო დაგაჯარიმებს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა