მხოლოდ "ჯორჯიანში“ საფერავისა და ხვანჭკარას ნაყინი - კვირის პალიტრა

მხოლოდ "ჯორჯიანში“ საფერავისა და ხვანჭკარას ნაყინი

"ბიბლუსის“ ტურისტული მაღაზია "ჯორჯიანი“ ცხელ დღეებში ნაყინისა და ღვინის მოყვარულებისთვის საუკეთესო ღონისძიებას აწყობს. 29 და 30 ივნისს, "ჯორჯიანის“ მაღაზიაში, აღმაშენებლის #55-ში, შესაძლებლობა გაქვთ საფერავისა და ხვანჭკარას ნაყინი ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან დააგემოვნოთ.

29–30 ივნისს, ნაყინის დეგუსტაცია 17:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ "ჯორჯიანში“, როგორც Allwine -ის ყველა ფილიალში, ღვინის სრულ კოლექციაზე იმოქმედებს -20%-იანი ფასდაკლება.

დეგუსტაცია სრულიად უფასოა, Ice 'N Rolls-ის წარმომადგენლები თქვენს წინ დაამზადებენ ექსკლუზიური სახეობის ნაყინს, რომლის დასამზადებლად ხვანჭრაკას და საფერავს გამოიყენებენ, ჩურჩხელის დოპინგთან ერთად.

Ice 'N Rolls-ის ყველაზე გამორჩეული და გემრიელი ნაყინი, რომელიც ქართული საფერავის, ხვანჭკარასა და ჩურჩხელისგან დამზადდება, ხვალიდან მხოლოდ "ჯორჯიანის“ მაღაზიაში გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ როგორც "ბიბლუსის“ ტურისტულ მაღაზია "ჯორჯიანში’’, ასევე ქართული ღვინის მრჩევლის - Allwine.ge-ს მაღაზიებში წარმოდგენილია მცირე და დიდი მარნების უნიკალური ღვინოები. 30 ივნისის ჩათვლით 677 სახეობის ღვინოზე -20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.