"ბიბლუსი" ივნისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ივნისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ივნისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპათეულში მოხვდა ის წიგნები, რომლებიც პირველიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 60 ფილიალში.

რეიტინგის ტოპსამეულში ამჯერადაც სამი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილზეა დებიუტანტი ქართველი მწერლის, ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო". ამ რომანმა გაიმარჯვა სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" და მკითხველის დიდი გამოხმაურებაც მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ფსიქოლოგის, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარის" დამფუძნებლის, ნათია ფანჯიკიძის წიგნი "შიშო, გამოდი გარეთ".

მესამე ადგილზეა თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", რომელიც გვიყვება ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით აღსავსე ცხოვრების ამბავს.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის წიგნებზე მოდის.

მხატვრული ლიტერატურა

1. ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

2. ნათია ფანჯიკიძის "შიშო, გამოდი გარეთ"

3. თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა"

4. ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი"

5. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი

მომაკვდინებელი გრძნობა"

6. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

7. ჯონ ფაულზის "კოლექციონერი"

8. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

9. თეა ინასარიძის "გათხოვილის დღიური"

10. ნეფერტარის "ბედუინი"

საბავშვო ლიტერატურა

1. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი

2. ენიდ ბლაიტონის "ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე"

3. ვისწავლოთ: წერა, კითხვა თვლა, საათის ცნობა

4. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი"

5. ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები

6. ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

7. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური"

8. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი - ცხოველები

9. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - დიდი მოგზაურობა"

10. ვისწავლოთ წერა

შეგახსენებთ, რომ წელს "ბიბლუსი" 11 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ქსელში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. "ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა არა მხოლოდ "ბიბლუსში", არამედ ჩვენს ვებგვერდ www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.