1000-მდე ადგილობრივი მოგზაური და საინტერესო ტურები ქვეყნის მასშტაბით - როგორ ერთვება "ნიკორა" კამპანიაში "გაატარე ზაფხული საქართველოში"
01-07-2019
1000-მდე ადგილობრივი მოგზაური და საინტერესო ტურები ქვეყნის მასშტაბით - როგორ ერთვება "ნიკორა" კამპანიაში "გაატარე ზაფხული საქართველოში"
"გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში" - კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი პირი თუ ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თო. რუ­სე­თი­დან მო­მა­ვა­ლი დიდი ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ, სე­ზო­ნი რომ არ ჩა­ვარ­დეს და ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­უ­რი რე­გი­ო­ნე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს, კამ­პა­ნი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რი­სა თუ ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ახ­ლა­ხანს კამ­პა­ნი­ას სს "ნი­კო­რა ჰოლ­დინ­გი" შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც 1000-მდე თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ქვეყ­ნის ცნო­ბილ თუ შე­და­რე­ბით უც­ნობ ად­გი­ლებ­ში გას­ვლით ტუ­რებს მო­ა­წყობს. "ნი­კო­რას" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უცხო ნამ­დვი­ლად არ
არის მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. თუმ­ცა რო­გორც სს "ნი­კო­რა ჰოლ­დინ­გის" ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ბა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ამ­ჯე­რად სა­ზა­ფხუ­ლო გას­ვლებ­მა სხვა დატ­ვირ­თვაც შე­ი­ძი­ნა.

"მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლით, რომ კამ­პა­ნი­ა­ში "გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში" თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ჩვე­ნი წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ. სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყეთ ფიქ­რი, თუ რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი
მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­სულ წლებ­ში, თიმ­ბილ­დინ­გის მი­მამ­რთუ­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით სა­ზა­ფხუ­ლო აგა­რა­კის პრო­ექტს, რო­მე­ლიც მო­ი­აზ­რებ­და, ქა­ლაქ­გა­რეთ, კონ­კრე­ტუ­ლად ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თავ­შეყ­რა­სა და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თის აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ წელს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეგ­მა სრუ­ლი­ად შევ­ცვა­ლეთ. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ ივ­ლი­სი/ აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში, კომ­პა­ნი­ის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, 1000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ექ­ტში და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ტურს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მო­ვივ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ კუ­თხეს და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად წვლილს შე­ვი­ტანთ შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ავიყ­ვანთ ად­გი­ლობ­რივ გი­დებს, ვეს­ტუმ­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის კვე­ბის ობი­ექ­ტებს, დავ­ხარ­ჯავთ თან­ხას ისე, რო­გორც ამას უცხო­ე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი აკე­თე­ბენ," - გან­მარ­ტავს თა­მარ ბა­კაშ­ვი­ლი.

- რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გეგ­მავთ ტუ­რებს?

- ვგეგ­მავთ ვეს­ტუმ­როთ, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ, ისე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს. ტუ­რებს შო­რის იქ­ნე­ბა მარ­ტვი­ლი, კა­ხე­თი, ყაზ­ბე­გი... მიზ­ნად ვი­სა­ხავთ, რომ მო­ვი­ა­როთ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ად­გი­ლე­ბიც და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. გა­და­ვი­ღოთ ფო­ტო­ე­ბი, გავ­რცე­ლოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და ხმა უამ­რავ ადა­მი­ანს მი­ვაწ­ვდი­ნოთ. ვფიქ­რობთ, ამ პრო­ექ­ტით ჩვენს სათ­ქმელს ნამ­დვი­ლად ვი­ტყვით.

- სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვას და მსგავს აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თვას ხომ არ გეგ­მავთ?
- დღეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი ყო­ველ­გვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­რე­შე მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლია ამ კამ­პა­ნი­ა­ში. სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ცაა. ამას ადას­ტუ­რებს ის აქ­ტი­უ­რო­ბა რაც ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით. ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოწ­ვე­ვის­თვის არ მიგ­ვი­მარ­თავს, მაგ­რამ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უკვე გვაქვს. მა­გა­ლი­თად, ბა­ტო­ნი თე­მურ ჭყო­ნია უერ­თდე­ბა ჩვენს წა­მო­წყე­ბას და ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ჩვენს კომ­პა­ნი­ას და თა­ნამ­შრომ­ლებს, სას­ტუმ­რო ჯორ­ჯია პა­ლას­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სებს გვთა­ვა­ზობს.

- კამ­პა­ნი­ა­ში "გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ჩარ­თვა თა­ვად თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თიმ­ბილ­დინგს?

- თიმ­ბილ­დინ­გის აქ­ტი­ვო­ბებს ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ტი­უ­რად ვა­ტა­რებთ,ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ეფექ­ტუ­რია. წლი­დან წლამ­დე თა­ნამ­შრომ­ლებ­ში მუდ­მი­ვად მო­ლო­დი­ნია სი­ახ­ლის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით ელო­დე­ბი­ან ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდს. გუნ­დის შე­ჭი­დუ­ლო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს, აძ­ლი­ე­რებს თა­ნამ­შრო­მელ­ში გუნ­დუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბას, რაც შემ­დგომ უკვე სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კამ­პა­ნია "გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ჩარ­თვას ვფიქ­რობ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა კი­დევ ერთხელ მო­ი­ნა­ხუ­ლოს მის კომ­პა­ნი­ას­თან და გუნდთან ერ­თად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი და ამით თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი წვრი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ში.

- რო­გორც ვი­ცით, კამ­პა­ნი­ა­ში რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თვა­საც აპი­რებთ. ეს რო­გორ მოხ­დე­ბა?
- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა­ცხა­დებთ კონ­კურს, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც შიდა ტუ­რე­ბის საგ­ზუ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის პი­რო­ბე­ბი და­ა­ნონსდე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ნი­კო­რას ფე­ის­ბუქ გვერ­დზე. გვე­ყო­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ გა­მარ­ჯვე­ბულს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით­ში­და ტუ­რის ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი გა­და­ე­ცე­მა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?