თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი
01-07-2019
თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი
პრე­მი­უმ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა Volvo Cars-მა და თე­გე­ტა მო­ტორ­სმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს და გახ­სნეს Volvo Cars-ის პირ­ვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდენ თე­გე­ტა მო­ტორ­სის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დი­მიტ­რი გო­ზა­ლიშ­ვი­ლი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხე­სუს ფერ­ნან­დეს დე მესა.

"ჩვენ გვაქვს პა­ტი­ვი, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ პირ­ვე­ლი Volvo Cars-ის "პოპ-აპ" შო­უ­რუ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს გახ­სნა თან სდევს მსოფ­ლი­ო­ში გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით უკვე მე-5 წარ­მა­ტე­ბულ წელს, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­თი. რაც არის დას­ტუ­რი, რომ
Volvo-ზე მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია გლო­ბა­ლუ­რად. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისეთ პარტნი­ორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გო­რიც არის თე­გე­ტა მო­ტორ­სი, რო­მე­ლიც არის რე­გი­ონ­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბა­ზარ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას. ჩვენ ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ვად­გენთ ვოლ­ვოს პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო პორ­ტფო­ლი­ოს, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შიდა ძლი­ერ პლატ­ფორ­მა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და თა­ნა­მედ­რო­ვე მულ­ტი­მე­დია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, სწო­რედ
ამას შევ­თა­ვა­ზებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვოლ­ვოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­მა­ყებს იმ მან­ქა­ნის ფლო­ბით, რო­მე­ლიც არის ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი და არა მიმ­დე­ვა­რი" - გა­ნა­ცხა­და ხე­სუს ფერ­ნან­დეს დე მე­სამ.

"მე დღეს ამა­ყი ვარ, რომ თე­გე­ტა მო­ტორ­სი გახ­და Volvo Cars-ის დი­ლე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა მო­ტორ­სმა უამ­რავ მიღ­წე­ვას­თან ერ­თად, წელს კი­დევ ერთი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ვოლ­ვო არის ბრენ­დი, რო­მე­ლიც ქმნის მო­მა­ვალს და დგავს წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯებს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც მთა­ვა­რია, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ გზა­ზე უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, რო­გორც ქვე­ი­თე­ბის­თვის, ასე­ვე რათ­ქმა­უნ­და მათ­თვის ვინც ავ­ტო­მო­ბილ­ში ზის, ვოლ­ვო ამ კუ­თხით გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია. ვოლ­ვოს და თე­გე­ტა მო­ტორ­სის მიზ­ნე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია. მი­ხა­რია, რომ ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ვოლ­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამით უდი­დეს ნა­ბიჯს ვდგავთ წინ ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით." - გა­ნა­ცხა­და თე­გე­ტა მო­ტორ­სის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა დი­მიტ­რი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა.

ვოლ­ვო მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ახა­ლი სი­ტყვა თქვას ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში და მუდ­მი­ვად მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ჰქონ­დეს. სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით იქ­მნე­ბა ვოლ­ვოს უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა "პოპ-აპ" შო­უ­რუმ­ში, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის მე-12 კი­ლო­მეტ­რი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია და­ათ­ვა­ლი­ე­როს მო­დე­ლე­ბი მშვიდ და სა­სი­ა­მოვ­ნო, სკან­დი­ნა­ვი­ურ ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია არა­მარ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, არა­მედ ის გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­რე­მო, რო­მე­ლიც Volvo-ს ფლო­ბას ახა­სი­ა­თებს. მთა­ვა­რი შე­ნო­ბა სა­დაც ნამ­დვი­ლად ეზი­ა­რე­ბით ვოლ­ვოს უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას, გა­იხ­სნე­ბა 2020 წელს, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­დუქ­ტე­ბის სრუ­ლი პორ­ტფო­ლიო, ასე­ვე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვი­სი.

ვოლ­ვოს პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებ-გვერდს: volvocars.com/ge

სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მთა­ვა­რი ძალა იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მომ­პო­ვე­ბე­ლი, ვოლ­ვოს SUV ხაზი;

XC90 - დიდი SUV; კომ­პა­ნი­ის ფლაგ­მა­ნი და ყვე­ლა­ზე მეტი ჯილ­დოს მქო­ნე, სა­უ­კუ­ნის პრე­მი­უმ SUV

XC60 - სა­შუ­ა­ლო SUV, 2018 წლის მსოფ­ლიო მან­ქა­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "World Car of the Year 2018"

XC40 - პა­ტა­რა SUV; 2018 წლის ევ­რო­პუ­ლი მან­ქა­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "European Car of the Year 2018"

ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სე­და­ნი და უნი­ვერ­სა­ლი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ 5 ვარ­სკვლა­ვი­ან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ტეს­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ექ­ნე­ბათ;

S90 - პრე­მი­უმ კლა­სის სე­და­ნი; 5 ად­გი­ლი­ა­ნი ფლაგ­მა­ნი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ნა­ტუ­რა­ლურ მა­ტე­რი­ა­ლებს

S60 - სა­შუ­ა­ლო ზო­მის სპორ­ტუ­ლი სე­და­ნი; ავ­ტო­მო­ბი­ლი შექ­მნი­ლი ნამ­დვი­ლი მძღო­ლის­თვის

V90 - პრე­მი­უმ უნი­ვერ­სა­ლი; მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა

V60 - სა­შუ­ა­ლო უნი­ვერ­სა­ლი; ხუთ­კა­რი­ა­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ოჯა­ხის­თვის შექ­მნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ვოლ­ვოს ამოძ­რა­ვებს სუ­ლის­კვე­თე­ბა მის­ცეს მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ იმოძ­რა­ონ მდგრა­დად და უსაფრ­თხოდ გზებ­ზე. Volvo Cars-ის მი­ზა­ნია არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ და­ი­ღუ­პოს ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დეს ახალ ვოლ­ვო­ში, რაც 2020 წლის­თვის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი მი­სია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში. კომ­პა­ნი­ამ ახ­ლა­ხანს ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და ის ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც ეხ­მა­რე­ბა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას მოძ­რა­ო­ბი­სას, ეს მოხ­და 60 წლის თავ­ზე, მას შემ­დგომ რაც ვოლ­ვომ გა­მო­ი­გო­ნა და ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და სამ­წერ­ტი­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი, ამ გა­მო­გო­ნე­ბამ 1959 წლი­დან დღემ­დე 1 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა მსოფ­ლი­ო­ში.ვოლ­ვომ ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი ელექტრო სის­ტე­მა ჩა­უშ­ვა ყვე­ლა ახალ ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მე­ლიც რბი­ლი და ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა, კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია 2025 წლის­თვის გა­მო­უშ­ვას 1 მი­ლი­ო­ნი ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე 2025 წლის­თვის გა­ყიდ­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი იყოს სრუ­ლად ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ამ პე­რი­ო­დის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ავოტ­მო­ბი­ლე­ბის მე­სა­მე­დი იქ­ნე­ბა ავ­ტო­ნო­მი­უ­რი მარ­თვის სის­ტე­მით აღჭ­ვურ­ვი­ლი.

ვოლ­ვოს ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას და გა­მო­გო­ნე­ბას აერ­თი­ა­ნებს ერთი მი­ზა­ნი შე­ვამ­ცი­როთ გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა, ვიზ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და გავ­ზარ­დოთ ბრენ­დის სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლენა.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?