რა საფრთხე შეიძლება შეგიქმნათ ზაფხულში საბურავებმა და როგორ უნდა იაროთ უსაფრთხოდ
03-07-2019
რა საფრთხე შეიძლება შეგიქმნათ ზაფხულში საბურავებმა და როგორ უნდა იაროთ უსაფრთხოდ
თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც საბურავებს რეზინისა და კაპრონის ჯგუფად ყოფს და შესაბამისად განახვავებს ზამთრისა და ზაფხულის საბურავებს, მაშინ დიდი შეცდომა დაგიშვიათ, რადგან ეს არასწორი ფორმულირებაა. რეალურად, ზამთრისა და ზაფხულის საბურავები განსხვავდება შემადგენლობით, მაგრამ ის არ შედგება რეზინისა და კაპრონისგან. ზამთრის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები აქტიურდება დაბალ ტემპერატურაზე. ზაფხულის საბურავის შემადგენლობა აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხახუნის ძალა იმატებს. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე გათვლილ საბურავს მოუწევს სიცივეში სიარული, საბურავი ვერ
გაცხელდება შესაბამის ტემპერატურამდე, მას დაეკარგება ფუნქცია და ვერ მოეჭიდება გზის საფარს, რაც სერიოზული საფრთხის საწინდარია. მეორე მხრივ, როდესაც საბურავი დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი და ის ხურდება, სამუხრუჭე მანძილი ძალიან იზრდება. ის 2 მეტრის ნაცვლად შეიძლება 12 მეტრიც კი იყოს.

ეს ყველაფერი მძღოლსა და მგზავრებს დიდი საფრთხის
წინაშე აყენებს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბურავები სეზონურად მოიხმაროთ. ამ პროცესის მართვაში საბურავებზე არსებული ნიშნებიც დაგეხმარებათ. ზამთრის საბურავს აქვს M+S (ტალახი და თოვლი) და ფიფქის ნიშანი. ზაფხულის საბურავს სეზონის აღმნიშვნელი წარწერა არ აქვს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, იგი აღინიშნება ALL Season, 4season, All Weather წარწერებით. თუმცა ნებისმიერ საბურავს სეზონის გამომხატველი სიმბოლო ახატია, მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. სამწუხაროდ, დღეს ბევრს ჰგონია, რომ M+S ყველა სეზონის საბურავს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა.

როცა ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, უკვე ზამთრის საბურავები უნდა დააყენოთ. თოვლის მოსვლას არ უნდა დაუწყოთ ლოდინი, რადგან ზამთრის საბურავი მხოლოდ თოვლში სიარულისთვის არაა გათვლილი.

ზამთრისა თუ ზაფხულის საბურავის შერჩევის დროს აუცილებელია, რომ მთავარი აქცენტი მის ხარისხზე გააკეთოთ და არა - ღირებულებაზე. საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად ხარისხიანად ეჭიდება ის გზას, რამდენად ემორჩილება მძღოლის მართვის მანევრირებას, როგორ ხდება დამუხრუჭება. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით და რა ხარისხის ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავს საბურავი.
სწორედ ბუნებრივი კაუჩუკის შემადგენლობით განსხვავდება ბიუჯეტური და პრემიალური ხაზის საბურავები. პრემიუმ ბრენდები უხვად მოიხმარენ ბუნებრივ კუაჩუკს, ბიუჯეტურები კი შეზღუდული ფინანსების გამო ხელოვნურ კაუჩუკს იყენებენ, რის გამოც საბურავს დაბალი შედეგი აქვს როგორც გარბენში ასევე, მოჭიდებაში, მანევრირებასა და მდგრადობაში. შესაბამისად, საბურავების დიფერენცირება როგორც რეზინის ან კაპრონის არის შეცდომა. საბურავები განსხვავდება იმით, თუ რამდენ ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავენ და რამდენად მაღალტექნოლოგიურად არის დამუშავებული ეს პროდუქტი.

აქვე გთავაზოვთ რამდენიმე რჩევას, რომელიც საბურავების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ:

• საბურავის შეძენისას კონსულტანტს არა რეზინის ან კაპრონის საბურავის შერჩევა უნდა სთხოვოთ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, არამედ მას უნდა აუხსნათ, თუ რა სეზონზე, რა ტიპის გზის საფარზე, რა ინტენსივობით, რა დატვირთვაზე, რა სიჩქარეზე ან რა დისტანციაზე აპირებთ მის მოხმარებას. საბურავის შერჩევა თითოეული ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ საბურავის შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიცური კონსულტაციის გაწევა. თუ მძღოლის მოთხოვნაა, რომ საბურავს დიდი გარბენა ჰქონდეს, მას მაღალ სიჩქარეზე კარგი მოჭიდება ვერ ექნება. თუ სურს, რომ საბურავებს უგზოობასა და ტალახში კარგი გამავლობა ჰქონდეს, მას აუცილებლად ხმა ექნება ტრასაზე. მიზეზი კი ისევ და ისევ საბურავის მიზნობრივად შერჩევაა.

• საბურავი არ უნდა შევარჩიოთ იმ კრიტერიუმით, თუ რამდენს გაივლის და ეს კითხვა არც უნდა დავსვათ საერთოდ, რადგან მსოფლიოში არც ერთ მწარმოებელს მასზე პასუხი არ აქვს. გარბენი დამოკიდებულია მძღოლზე, მანქანაზე, გარბენის სტილზე, ძრავის კუბატურაზე, გზის საფარზე...

• საბურავი დიდხანს რომ გემსახუროთ, უმჯობესია თუ მას ზაფხულში აზოტით დაბერავთ. ჟანგბადის მოლეკულის ქიმიური თვისებაა, რომ გახურებისას ფართოვდება და გაციებისას პატარავდება. შედეგად საბურავებში არასტაბილური წნევა იქმნება. საბოლოოდ ზიანდება საბურავიც და ავტომობილიც. აზოტი კი არის ცივი აირი, რომელიც არ ხურდება, მოცულობას არ იცვლის და საბურავში წნევა არ იცვლება. გარდა ამისა, ცივი აირი ხელს უწყობს საბურავის ცივ ტემპერატურაზე მუშაობას, რაც ამცირებს ცვეთას. ზამთარში კი საბურავების აზოტით დაბერვა კატეგორიულად დაუშვებელია.

• ნუ დაინტერესდებით მეორადი საბურავებით, რადგან მისი ერთადერთი უპირატესობა არის „ხელმისაწვდომობა“ ყიდვის მომენტში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორადი საბურავის გამოცვლა დაახლოებით 6 თვეში ერთხელ არის საჭირო, მას მეტი მოვლის ხარჯი აქვს, რადგან შეიძლება ხშირად დასჭირდეს შეკეთება, გამოდის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეორადი საბურავი ბიუჯეტური სულაც არ არის. თან აუცილებლად გასავალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეორადი საბურავით უსაფრთხოებას ვაყენებთ რისკის ქვეშ.

• მეორადი საბურავის ყიდვისასა ასევე რთულია მისი სეზონურობის მიხედვით შერჩევა. ზამთრის საბურავს უფრო მაღალი პროტექტორი აქვს, ვიდრე ზაფხულისას. ამიტომ მეორადის გამყიდველები ზამთრის საბურავს ასაღებენ, როგორც ყველა სეზონის საბურავს, რაც მიმზიდველად გამოიყურება კლიენტისთვის. რეალურად კი ორმაგად უარყოფითი შედეგის მომტანია ასეთი პროდუქტი. პირველ რიგში მას აქვს დიდი სამუხრუჭე მანძილი. მეორე მხრივ კი უკვე ნამუშევარი ზამთრის საბურავის მაღალ ტემპერატურაზე გახეთქვის ალბათობა 2-3 ჯერ მეტია ვიდრე ზაფხულის.
17 ივლისი 2019 23:39
გაიგეთ
temuri
07 ივლისი 2019 10:04
ყველამ ვიცით ეს ყველაფერი მარა არააა ფული რო ყველაფრისთვის გაგვწვდეს,გესმით ფული არაააააააააააააააა არაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?