ინტერიერის მოდური სიახლეები და განსაკუთრებული ფასდაკლება "ლუსონისაგან"
08-07-2019
ინტერიერის მოდური სიახლეები და განსაკუთრებული ფასდაკლება "ლუსონისაგან"
პრე­მი­უმ კლა­სის სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შო­უ­რუ­მი"ლუსო­ნი" ერთი წლის გახ­და. იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შო­უ­რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სრულ კო­ლექ­ცი­ა­ზე ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 40%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა იმოქ­მე­დებს. 6 ივ­ლი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლებთ შე­უკ­ვე­თოთ ის კო­ლექ­ცი­აც, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში ნი­მუ­შე­ბის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. "ლუსო­ნი" ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბით პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბა. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი­დან კი სა­სურ­ვე­ლის შერ­ჩე­ვა­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

ინ­ტე­რი­ე­რის მო­დუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და"ლუსო­ნის" სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბის შე­სა­ხებ შო­უ­რუ­მის­ხელ­მძღვა­ნელს ნატა ქო­რი­ძეს
ვე­სა­უბ­რეთ:


- "ლუსონ­ში" შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა, თუ სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ე­რის­თვის არის სა­ჭი­რო. მათ შო­რი­საა ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი, სან­ტექ­ნი­კა, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მა­სი­უ­რი ხის პარ­კე­ტი, ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ია­ტა­კი, გა­ნა­თე­ბა, რბი­ლი ავე­ჯი და სხვა. შო­უ­რუ­მია. ბაქ­რა­ძის # 23-ში, დი­დუ­ბის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ მდე­ბა­რე­ობს"

- "ლუსო­ნი" 1 წლის
ხდე­ბა. რო­გო­რი იყო პრე­მი­უმ კლა­სის შო­უ­რუ­მის პირ­ვე­ლი წელი?

- მა­ღა­ზია 1 წლის წინ გა­იხ­სნა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ჰი­პერ­მარ­კეტ "გორ­გი­ა­ში" არ­სე­ბობ­და პრე­მი­უმ კლა­სის პრუ­დუქ­ცი­ის ხაზი. სწო­რედ ეს ხაზი გა­მო­ე­ყო ჰი­პერ­მარ­კეტს და ცალ­კე შო­უ­რუ­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ცალ­კე აღ­ქმა­დი ყო­ფი­ლი­ყო. "გორ­გი­ას" თა­ვი­სი ნიშა უკვე უჭი­რავს ბა­ზარ­ზე და ჩვენ ცალ­კე ვარ­ჩი­ეთ ყოფ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ფი­ლებ­ზე კეთ­დე­ბო­და. მაგ­რამ "ლუსო­ნი" იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რომ მხო­ლოდ ფი­ლე­ბი საკ­მა­რი­სი აღარ იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ რე­მონ­ტის­თვის სა­ჭი­რო სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. დღეს ჩვენ­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც ინ­ტე­რი­ე­რი­სა და ექ­სტე­რი­ე­რის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. მათ შო­რი­საა: სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მე­ბი, გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბი, პარ­კე­ტი, ფი­ლე­ბი, კე­რა­მი­კა, საშ­ხა­პე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, აბა­ზა­ნე­ბი, შემ­რე­ვე­ბი, აბა­ზა­ნის ავე­ჯი, მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი აგუ­რი, მუ­ხის პარ­კე­ტი. საპ­რო­ექ­ტოდ გვაქვს რბი­ლი ია­ტა­კი და ავე­ჯიც. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით თუ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი წელი გვქონ­და.

- რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ 1 წლის იუ­ბი­ლეს?
- იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ 40%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას სრულ კო­ლექ­ცი­ა­ზე, რო­გორც შო­უ­რუმ­ში შე­ძე­ნის, ასე­ვე, შეკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­შიც. ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კონ­სულ­ტა­ცია და 3D დი­ზა­ი­ნის გა­კე­თე­ბა კი, რა თქმა უნდა, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ ჩვენ გარ­კვე­ულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ხში­რად გვაქვს ფას­დაკ­ლე­ბა. ყო­ველ 2 კვი­რა­ში ერთხელ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთსხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფას­დაკ­ლე­ბას.

- რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი "ლუსო­ნი" ქარ­თულ ბა­ზარ­ზე?
- ჩვე­ნი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. ჩვენ­თან მომ­სა­ხუ­რე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ინ­დვი­დუ­ა­ლუ­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი. მას დი­ზა­ი­ნი­ე­რის კვა­ლი­ფი­ცუ­რი რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლია. თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს დი­ზა­ი­ნე­რი სა­სურ­ვე­ლი სივ­რცის დი­ზა­ინს 3D-ში უფა­სოდ გა­უ­კე­თებს. შეს­ყიდ­ვე­ბის პრო­ცე­სი არის სრულ­ყო­ფი­ლი და ვცდი­ლობთ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი იგ­რძნოს ჩვენ­თან. ალ­ბათ, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში 5 სა­ა­თი რჩე­ბი­ან ჩვენს მა­ღა­ზი­ა­ში.

გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვართ იმ მხრი­ვაც, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ჩა­მო­ტა­ნის სერ­ვი­სი გვაქვს. დიდი ზო­მის ფი­ლე­ბი შეკ­ვე­თი­დან 15 დღე­ში ჩა­მო­დის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ჩვენ გვაქვს ეს ფუ­ფუ­ნე­ბა. სხვა პრო­დუქ­ცია კი შეკ­ვე­თი­დან 3-5 კვი­რა­ში ჩა­მო­დის.

ექ­სკლუ­ზი­ურ ბრენ­დებს შო­რის არი­ან: Atlass Concorde, Ferro, Kutahya, Huppe, ECA, Imola და სხვა პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დე­ბი.

ჩვენს უპი­რა­ტე­სო­ბებს შო­რი­საა ისიც, რომ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რი­ლო­ბით გა­რან­ტი­ას ვიძ­ლე­ვით. მე­ო­რე მხრივ, სა­გა­რან­ტიო პე­რი­ო­დი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია. შემ­რე­ვე­ბის გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ზე 10 წე­ლიც კი გრძელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ჩვენ გვაქვს ავ­სტრი­უ­ლი ბრენ­დის ECA-ს "დი­ზა­ინ ფლო­რი" და "კომ­ფორტ ფლო­რი". "დი­ზა­ინ ფლო­რი" სრუ­ლი­ად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ეს არის ხის ია­ტა­კი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც სველ წერ­ტი­ლებ­შიც შე­იძ­ლე­ბა. ის აბა­ზა­ნა­შიც სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. "კომფროტ ფლო­რი" კი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სა­ძი­ნებ­ლე­ბის­თვი­საა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ეს არის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ია­ტა­კი.

გვაქვს საპ­რო­ექ­ტე მი­მარ­თუ­ლე­ბის ავე­ჯიც. შეგ­ვიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სას­ტუმ­რო თუ აპარ­ტო­ტე­ლი და­ვაპ­რო­ექ­ტოთ, გა­ვა­კე­თოთ დი­ზა­ი­ნი და სურ­ვი­ლი­სა­მებრ ავე­ჯიც და­ვუმ­ზა­დოთ.

- რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ხდე­ბა კო­ლექ­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა?
- კო­ლექ­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ხში­რად, თვე­ში ერთხელ მა­ინც ხდე­ბა. ჩვენ­თან მუდ­მი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რი პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბი, რო­მელ­თა კო­ლექ­ცი­ე­ბიც იც­ვლე­ბა ხოლ­მე.

მა­გა­ლი­თად, ახლო მო­მა­ვალ­ში შე­მო­დის იტა­ლი­უ­რი ბრენ­დის შემ­რე­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ეს ბრენ­დი ევ­რო­პუ­ლი ბაზ­რის ლი­დე­რია და პრო­დუქ­ცი­ის სრუ­ლი წარ­მო­ე­ბა იტა­ლი­ა­ში ხდე­ბა.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ლა­მი­ნა­ტის ხა­ზი­თაც გვექ­ნე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბი.

- კო­ლექ­ცი­ის შერ­ჩე­ვა რო­გორ ხდე­ბა? ამ დროს ქარ­თვე­ლე­ბის გე­მოვ­ნე­ბას რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებთ?
- კო­ლექ­ცი­ის შერ­ჩე­ვი­სას მუდ­მი­ვად გავ­დი­ვართ კონ­სულ­ტა­ცი­ას დი­ზა­ი­ნე­რებ­თან, კონ­ტრა­გენ­ტებ­თან. მათ აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რად­გან იცი­ან, რა არის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი. ასე­ვე ვა­კონ­ტრო­ლებთ გა­ყიდ­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებს ვეც­ნო­ბით. მათ სურ­ვი­ლებ­სა და შე­ნიშ­ვნებს ყო­ველ­თვის ვი­მახ­სოვ­რებთ და ახალ კო­ლექ­ცი­ას ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვი­ღებთ.

- რო­გო­რია ინ­ტე­რი­ე­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი?
- ცოტა ხნის წინ ძა­ლი­ან მო­დუ­რი იყო ვინ­ტა­ჟუ­რი ფე­რე­ბი, რო­მე­ლიც კვლავ შე­მორ­ჩე­ნი­ლია. ახ­ლაც გვაქვს ვინ­ტა­ჟუ­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ის უფრო მე­ტად ჩა­ა­ნაც­ვლა მარ­მა­რი­ლოს ფაქ­ტუ­რამ. ფარ­თო ფორ­მატ­ზე მარ­მა­რი­ლოს თეთ­რი და შავი ტო­ნე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მო­დუ­რია. მარ­მა­რი­ლოს ეფექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია ყვე­ლას­თვის, ვი­საც სივ­რცე ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

ასე­ვე, მო­და­ში შე­მო­ვი­და პა­ტა­რა ფე­რა­დი ფი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ფრაგ­ნუ­ლი და­გე­ბის სტი­ლით აკე­თე­ბენ. იყე­ნე­ბენ რო­გორც ია­ტაკ­ზე, ისე კე­დელ­ზე.

მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია ხის ფე­რის სხვა­დას­ხვა ტო­ნა­ლო­ბე­ბიც. ჩვენ გვაქვს იტა­ლი­უ­რი წარ­მო­ე­ბის ხელ­ნა­კე­თი პარ­კე­ტი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის 80%-იც ხე­ლით კეთ­დე­ბა. ხე­ლით მუ­შავ­დე­ბა ზე­და­პი­რი, ხდე­ბა გა­სან­თვლა და ბუ­ნებ­რი­ვი ზე­თე­ბით და­ფარ­ვა. შრო­ბა კი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ქვეშ ისე ხდე­ბა, რომ პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რივს და­ემ­სგავ­სოს. გვაქვს ჩე­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის ორშრი­ა­ნი, სამ­შრი­ა­ნი და მა­სი­უ­რი პარ­კე­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი მუ­ხის­გან იწარ­მო­ე­ბა. პარ­კე­ტის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ხე­ე­ბის მოჭ­რა კი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც ხეს ძი­ნავს და მისი ტე­ნი­ა­ნო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ბა­ლია.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები