ინტერიერის მოდური სიახლეები და განსაკუთრებული ფასდაკლება "ლუსონისაგან" - კვირის პალიტრა

ინტერიერის მოდური სიახლეები და განსაკუთრებული ფასდაკლება "ლუსონისაგან"

პრემიუმ კლასის სარემონტო მასალების შოურუმი"ლუსონი" ერთი წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით შოურუმში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე ერთი კვირის განმავლობაში 40%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. 6 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით ფასდაკლებით შეძლებთ შეუკვეთოთ ის კოლექციაც, რომელიც მაღაზიაში ნიმუშების სახითაა წარმოდგენილი. "ლუსონი" ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბრენდებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით პოზიციონირდება. უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან კი სასურველის შერჩევაში მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერები და დიზაინერები დაგეხმარებიან.

ინტერიერის მოდური სიახლეებისა და"ლუსონის" სპეციალური ფასდაკლების შესახებ შოურუმისხელმძღვანელს ნატა ქორიძეს ვესაუბრეთ:

- "ლუსონში" შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც საცხოვრებელი სახლისა, თუ სასტუმროს ინტერიერისთვის არის საჭირო. მათ შორისაა ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდების კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები, მასიური ხის პარკეტი, ლამინირებული იატაკი, განათება, რბილი ავეჯი და სხვა. შოურუმია. ბაქრაძის # 23-ში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ მდებარეობს"

- "ლუსონი" 1 წლის ხდება. როგორი იყო პრემიუმ კლასის შოურუმის პირველი წელი?

- მაღაზია 1 წლის წინ გაიხსნა, თუმცა მანამდე ჰიპერმარკეტ "გორგიაში" არსებობდა პრემიუმ კლასის პრუდუქციის ხაზი. სწორედ ეს ხაზი გამოეყო ჰიპერმარკეტს და ცალკე შოურუმად ჩამოყალიბდა. მისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ცალკე აღქმადი ყოფილიყო. "გორგიას" თავისი ნიშა უკვე უჭირავს ბაზარზე და ჩვენ ცალკე ვარჩიეთ ყოფნა. თავდაპირველად, ძირითადი აქცენტი ფილებზე კეთდებოდა. მაგრამ "ლუსონი" იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მომხმარებლისთვის, რომ მხოლოდ ფილები საკმარისი აღარ იყო და გადავწყვიტეთ რემონტისთვის საჭირო სრული ასორტიმენტი შეგვეთავაზებინა. დღეს ჩვენთან წარმოდგენილია ყველაფერი, რაც ინტერიერისა და ექსტერიერის გასალამაზებლადაა საჭირო. მათ შორისაა: სადრენაჟე სისტემები, გათბობის სისტემები, პარკეტი, ფილები, კერამიკა, საშხაპე მოწყობილობები, აბაზანები, შემრევები, აბაზანის ავეჯი, მოსაპირკეთებელი აგური, მუხის პარკეტი. საპროექტოდ გვაქვს რბილი იატაკი და ავეჯიც. ამ მაჩვენებლებით თუ ვიხელმძღვანელებთ საკმაოდ წარმატებული პირველი წელი გვქონდა.

- როგორ აღნიშნავთ 1 წლის იუბილეს?

- იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს ვთავაზობთ 40%-მდე ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე, როგორც შოურუმში შეძენის, ასევე, შეკვეთის შემთხვევაშიც. ჩვენი დიზაინერების კონსულტაცია და 3D დიზაინის გაკეთება კი, რა თქმა უნდა, ამ მომსახურების განუყრელი ნაწილია.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ გარკვეულ პროდუქციაზე ხშირად გვაქვს ფასდაკლება. ყოველ 2 კვირაში ერთხელ მომხმარებელს ვთავაზობთსხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

- რით არის გამორჩეული "ლუსონი" ქართულ ბაზარზე?

- ჩვენი მთავარი უპირატესობა პრემიუმ ბრენდების გამორჩეული კოლექციებია. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ჩვენთან მომსახურებაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თითოეულ მომხმარებელს ინდვიდუალურად ემსახურება გაყიდვების მენეჯერი. მას დიზაინიერის კვალიფიცური რჩევების მიღებაც შეუძლია. თითოეულ მომხმარებელს დიზაინერი სასურველი სივრცის დიზაინს 3D-ში უფასოდ გაუკეთებს. შესყიდვების პროცესი არის სრულყოფილი და ვცდილობთ, მომხმარებელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს ჩვენთან. ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მომხმარებლები რიგ შემთხვევებში 5 საათი რჩებიან ჩვენს მაღაზიაში.

გამორჩეულები ვართ იმ მხრივაც, რომ ყველაზე სწრაფი ჩამოტანის სერვისი გვაქვს. დიდი ზომის ფილები შეკვეთიდან 15 დღეში ჩამოდის. საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნება. სხვა პროდუქცია კი შეკვეთიდან 3-5 კვირაში ჩამოდის.

ექსკლუზიურ ბრენდებს შორის არიან: Atlass Concorde, Ferro, Kutahya, Huppe, ECA, Imola და სხვა პრემიუმ კლასის ბრენდები.

ჩვენს უპირატესობებს შორისაა ისიც, რომ ოფიციალურ წერილობით გარანტიას ვიძლევით. მეორე მხრივ, საგარანტიო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია. შემრევების გარკვეულ კატეგორიაზე 10 წელიც კი გრძელდება.

საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ავსტრიული ბრენდის ECA-ს "დიზაინ ფლორი" და "კომფორტ ფლორი". "დიზაინ ფლორი" სრულიად ახალი მიმართულებაა. ეს არის ხის იატაკი, რომლის გამოყენებაც სველ წერტილებშიც შეიძლება. ის აბაზანაშიც სრულიად უსაფრთხოა. "კომფროტ ფლორი" კი სამზარეულოსა და საძინებლებისთვისაა რეკომენდებული. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის იატაკი.

გვაქვს საპროექტე მიმართულების ავეჯიც. შეგვიძლია ნებისმიერი სასტუმრო თუ აპარტოტელი დავაპროექტოთ, გავაკეთოთ დიზაინი და სურვილისამებრ ავეჯიც დავუმზადოთ.

- რა პერიოდულობით ხდება კოლექციის განახლება?

- კოლექციის განახლება საკმაოდ ხშირად, თვეში ერთხელ მაინც ხდება. ჩვენთან მუდმივად წარმოდგენილია ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდები, რომელთა კოლექციებიც იცვლება ხოლმე.

მაგალითად, ახლო მომავალში შემოდის იტალიური ბრენდის შემრევების მრავალფეროვანი არჩევანი. ეს ბრენდი ევროპული ბაზრის ლიდერია და პროდუქციის სრული წარმოება იტალიაში ხდება.

უახლოეს მომავალში ლამინატის ხაზითაც გვექნება სიახლეები.

- კოლექციის შერჩევა როგორ ხდება? ამ დროს ქართველების გემოვნებას რამდენად ითვალისწინებთ?

- კოლექციის შერჩევისას მუდმივად გავდივართ კონსულტაციას დიზაინერებთან, კონტრაგენტებთან. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ, რადგან იციან, რა არის ბაზარზე მოთხოვნადი. ასევე ვაკონტროლებთ გაყიდვების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის მოთხოვნებს ვეცნობით. მათ სურვილებსა და შენიშვნებს ყოველთვის ვიმახსოვრებთ და ახალ კოლექციას ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიღებთ.

- როგორია ინტერიერის თანამედროვე ტენდენციები?

- ცოტა ხნის წინ ძალიან მოდური იყო ვინტაჟური ფერები, რომელიც კვლავ შემორჩენილია. ახლაც გვაქვს ვინტაჟური კოლექციები, თუმცა ის უფრო მეტად ჩაანაცვლა მარმარილოს ფაქტურამ. ფართო ფორმატზე მარმარილოს თეთრი და შავი ტონები ძალიან ლამაზი და მოდურია. მარმარილოს ეფექტი ძალიან კარგი არჩევანია ყველასთვის, ვისაც სივრცე ამის საშუალებას აძლევს.

ასევე, მოდაში შემოვიდა პატარა ფერადი ფილები, რომლებსაც ფრაგნული დაგების სტილით აკეთებენ. იყენებენ როგორც იატაკზე, ისე კედელზე.

მეტად აქტუალურია ხის ფერის სხვადასხვა ტონალობებიც. ჩვენ გვაქვს იტალიური წარმოების ხელნაკეთი პარკეტი, რომლის წარმოების პროცესის 80%-იც ხელით კეთდება. ხელით მუშავდება ზედაპირი, ხდება გასანთვლა და ბუნებრივი ზეთებით დაფარვა. შრობა კი ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ისე ხდება, რომ პროცესი მაქსიმალურად ბუნებრივს დაემსგავსოს. გვაქვს ჩეხური წარმოების ორშრიანი, სამშრიანი და მასიური პარკეტი, რომელიც ევროპული მუხისგან იწარმოება. პარკეტის დასამზადებლად საჭირო ხეების მოჭრა კი ზამთრის პერიოდში ხდება, როდესაც ხეს ძინავს და მისი ტენიანობა მაქსიმალურად დაბალია.

(R)