ონლაინ გადახდის პლატფორმების უპირატესობა - კვირის პალიტრა

ონლაინ გადახდის პლატფორმების უპირატესობა

21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ოქროს ხანაა. თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, ინტერნეტის და ონლაინ სივრცის გარეშე. ყოველდღიურად მოლიონობით ადამიანი უკვეთავს ნივთს ონლაინ, იხდის გადასახადებს ინტერნეტ-ბანკით, რიცხავს თანხას სხვადასხვა სერვისისთვის, გზავნის და იღებს ტექსტურ თუ მულტიმედიურ ინფორმაციას. ეს ქმედებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და უკვე ჩვევაშიც გადაგვეზარდა.

მართლაც და რატომ უნდა ვიაროთ სხვადასხვა მაღაზიაში კონკრეტული ნივთის საყიდლად, ვადაროთ ფასები, მონაცემები და ზომები ერთამენთს, როცა ონლაინ მაღაზიების ვებგვერდზე ერთი ვიზიტითაც მივიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას? რატომ უნდა ვიდგეთ სესხის დასაფარად ბანკის რიგში, როცა შეგვიძლია მივმართოთ ონლაინ გადახდის პლატფორმებს და სახლიდან გაუსვლელად, ერთი კლიკით გადავიხადოთ გადასახადი? ან რატომ უნდა ჩავინიშნოთ კალენდარში კომუნალურების გადახდის ბოლო ვადა, როცა ასეთი ფუნქცია აქვს TBC Pay-ის ონლაინ გადახდის პლატფორმას, რომ შეახსენოს ვებგვერდზე რეგისტრებულ მომხმარებლებს გადახდის ვადის მოახლოვება?

დროა ყველამ აირჩიოს კომფორტი და სიმარტივე. ონლაინ გადახდის პლატფორმები კი სწორედ კომფორტსა და სიმარტივეზეა გათვლილი. TBC Pay-ის ონლაინ გადახდის სისტემა მომხმარებლის მოთხოვნებზეა მორგებული და ყველა ის საჭირო ფუნქცია აქვს, რომლებიც ონლაინ გადახდების დროს გვჭირდება. მოდით მივყვეთ თავიდან -

• ვებგვერდზე 1000-მდე სხვადასხვა სერვისის გადახდაა შესაძლებელი;

• TBC Pay-ის ონლაინ გადახდის პლატფორმით სარგებლობა რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა რეგისტრირებული მომხმარებლები ბევრი უპირატესობით სარგებლობენ, მათ შორის, პირადი კაბინეტითა და ელექტრონული საფულით;

• ვებგვერედზე შესაძლებელია ნებსმიერი ქართული საბანკო ბარათის მიბმა;

• რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია გადახდის შაბლონების შექმნა და ამით ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახლა შეყვანის თავიდან არიდება;

• საიტზე რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ავტომატური გადახდების ჩართვა. ამით არასოდეს დაგავიწყდებათ კომუნალური გადახდების დროული გადახდა თუ სესხის დაფარვა;

• რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების ავტომატურად მიღების ფუნქცია;

• შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის გამეორების ან/და ავტომატური გადახდის ფუნქციით მიმზდიველია არა? ეს ყველაფერი ერთ ვებგვერდზე, ერთ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი.

TBC Pay-ის ონლაინ პლატფორმა მოსახერხებელი ნავიგაციით და მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. ვებგვერდი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე ციფრული უსაფრთხოების მოთხოვნებს, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს საბანკო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებლობა გაქვთ უკეთ განკარგოთ და აკონტროლოთ თქვენი ფინანსები, გადახდების ისტორია პირად კაბინეტში ინახება და მომხარებლისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია.

ონლაინ გადახდის პლატფორმების სიმრავლე ნუ დაგაბნევთ. გაეცანით, შეადარეთ და შეამოწმეთ - მომენტალური გადახდების სისტემებს შორის TBC Pay გამორჩეულია სისწრაფით და კომფორტულობით. როცა საქმე ფულს ეხება, აუცილებელია აირჩიოთ სწრაფი და უსაფრთხო პლატფორმა.