საჭირო ინფორმაცია სასტუმროების შესახებ - "პალიტრა მედიამ“ კამპანია #ქართულიზაფხულის ფარგლებში ახალი გვერდი შექმნა
საჭირო ინფორმაცია სასტუმროების შესახებ - "პალიტრა მედიამ“ კამპანია #ქართულიზაფხულის ფარგლებში ახალი გვერდი შექმნა
მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აკ­რძა­ლა და აქ მყოფ რუს ტუ­რის­ტებ­საც უკან დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და, სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი შე­საძ­ლო ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გმა“ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია: #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი.

ჰოლ­დინ­გის ქუ­დის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით: ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი Ambebi.ge, გა­ზე­თი " კვი­რის პა­ლიტ­რა“ , სას­ტუმ­რო­ე­ბის, ჰოს­ტე­ლე­ბი­სა თუ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უფა­სო რეკ­ლა­მას სთა­ვა­ზობს.

"ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი
საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა, მაგ­რამ ერ­თო­ბი­ლი ძა­ლე­ბით ვფიქ­რობთ ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას დავძლევთ. და­ინ­ტე­რე­სე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უკვე საკ­მა­ოდ დი­დია. გვი­რე­კა­ვენ რო­გორც დიდი კომ­პლექ­სე­ბი, ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­ვა­ზობთ ჩვენს სა­რეკ­ლა­მოს სივ­რცეს,“ -გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ვებგ­ვერდს Ambebi.ge და­ე­მა­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, Georgiansummer.ge, რო­მელ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ
სას­ტუმ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ხვდე­ბათ.

სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თვნენ, სპე­ცი­ა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამ ყვე­ლა­ფერ­ზეც ინ­ფორ­მა­ცი­ას ვებგ­ვერ­დი­დან Georgiansummer.ge მი­ი­ღებთ.

AMBEBI.GE ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლია, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად, 150 000 უნი­კა­ლუ­რი ვი­ზი­ტო­რი ჰყავს. ასე­თი რე­ი­ტინ­გის ვებგ­ვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა კი ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას უდ­რის, რაც სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბათ.

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა“ კი თა­ვის მხრივ, ყვე­ლა ნო­მერ­ში სხვა­დას­ხვა კუ­თხის სას­ტუმ­რო­ებს და­უთ­მობს სა­რეკ­ლა­მო სივ­რცეს.


ეს ახა­ლი წა­მო­წყე­ბა ხელს შე­უ­წყობს რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ისე სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­რორ­ტო ზო­ნე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავს სურ­ვილს რომ მისი სას­ტუმ­როს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლოს. ასე­ვე, ისი­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო და­მა­ტე­ბი­თი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი გა­ა­კე­თონ, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს.

#ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი არის სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბის აქტი, რო­მელ­საც გვსურს ჩვენ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდნენ ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი და მკი­თხვე­ლე­ბი. თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ვუ­წო­დებთ #და­ვა­ფა­სოთ ­სა­კუ­თა­რი და მო­ვი­წყოთ #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი.

ახა­ლი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დით: 0322196013
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა