20 ივლისს Polo&Pan პრესკონფერენციას Biltmore-ის საკონფერენციო დარბაზში გამართავს - კვირის პალიტრა

20 ივლისს Polo&Pan პრესკონფერენციას Biltmore-ის საკონფერენციო დარბაზში გამართავს

20 ივლისს შუადღის 12:30-ზე ცნობილი ფრანგული დუო, Polo&Pan პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია Biltmore-ის საკონფერენციო დარბაზში შედგება და ჟურნალისტების მუსიკალური პროექტის წევრებისთვის კითხვების დასმას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი 20 ივლისს, ვაგონშემკეთებელ ქარხანაში (ცოტნე დადიანის 32) გაიმართება.

Polo&Pan-ის კონცერტს ივენთ კომპანია Origami წარმოგიდგენთ. "ორიგამი“ 2019 წელს შეიქმნა. პირველი ივენთი Artbat-ისა და Marc Romboy-ს პერფორმანსია.

Polo&Pan - https://bit.ly/2aMeCg3

20 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხანა Polo & Pan-ის პერფორმანსის პარალელურად პანტომისის თეატრის მიმებს უმასპინძლებს. კოსტიუმირებული წარმოდგენა ფრანგული დუოს გამოსვლისას დაიწყება. 20 ივლისის კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა პანტომიმის თეატრის ფონდში გადაირიცხება ისტორიული შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის.

20 ივლისს შეძლებთ, ასევე, Phil Dark-ის, Frankey&Sandrino-ს, Sumo-სა, 9eye-ს და Gedex-ის მოსმენას.