ცხოვრება სუფთა ჰაერზე
17-07-2019
ცხოვრება სუფთა ჰაერზე
ადამიანის და ბუნების ურთიერთობა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენ ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუ მთელი ბავშვობა მინდვრებში სირბილში, პარკში საქანელებსა თუ ველოსიპედზე გაატარეთ, ზრდასრულ ასაკში კი სულ დახურულ სივრცეში გიწევთ ყოფნა, როგორც აღმოჩნდა ყველა ის სუფთა ჰაერზე გატარებული საათი თქვენს სასარგებლოდ მაინც მოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც დაწყებით კლასებში გვასწავლიდნენ - ხეები ფოტოსინთეზის გზით ნახშიროჟანგს ჟანგბადად აქცევენ და გვაძლევენ ჰაერს სუნთქვისთვის. ხეები ასუფთავებენ დაბინძურებულ ჰაერს და ბუნებრივია, ხეები განსაკუთრებით სასარგებლო დასახლებულ პუნქტებშია,
სადაც ჰაერი ბევრად უფრო დაბინძურებულია.

ბოლო წლებში განსაკუთრებულად ხშირად გვესმის, რომ ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ტოქსინები, რომელიც დაბინძურებულ ჰაერში გვხვდება ისეთ მძიმე დაავადებებს იწვევს როგორებიცაა სიმსივნე, ფილტვების დაზიანება, ნერვული სისტემის პრობლემები და ასე შემდეგ. სუფთა ჰაერის სუნთქვა კი ყველა ამ რისკს საგრნობლად ამცირებს.


ცნობილმა ვებ გვერდმა Health.com გამოაქვეყნა კვლევა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მცენარებს ადამიანებზე. კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ თუ ქუჩაში მაგალითად ვარდი შეგვხვდება აუცილებლად დავყნოსოთ და ისე განვაგრძოთ გზა, რადგან ეს ხელს ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზმის რელაქსაციას. სხვა ყვავილები, როგორებიცაა ჟასმინი და ლავანდა ამცირებს შფოთვის შეგრძნებას და კარგ ხასიათზე გვაყენებს. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფიჭვის ხეები ორგანიზმში სტრესის დონეს ამცირებს. პარკში ან თუნდაც ეზოში მოკლე გასეირნებაც დაგეხმარებათ თავი უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ. ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გატარებული დრო ადამიანების 90%-ში ენერგიის მატებაზე დადებითად მოქმედებს.

კორეელმა ექიმებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, 43 ასაკოვანი ქალი გაუშვეს ერთი საათით სასეირნოდ - ნაწილი ტყეში ნაწილი ქალაქში. სეირნობამდე და მის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მათი სისხლის მიმოქცევა, ვინც ტყეში სეირნობდა გაცილებით გააქტიურებული იყო. ასევე მათ ორგანიზმში საგრძნობლად შემცირდა სტრესის დონეც.

დაბინძურებული ჰაერის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას. მათ შორის ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოსთვისაც. მშენებლობები, რომლებმაც გაანადგურეს გამწვანებული გარემო, ავტომობილების ყოველწლიური მატება, ბუნებრივია პირდაპირპროპორციულად აისახა ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ. არაერთი კვლევა ტარდება ამ მიმართულებით, რომლის მიხედვითად, ქალაქის ცენტრალური უბნების ძირითად ნაწილში ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის დონე დასაშვებზე მაღალია. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს ქალაქიდან მოშორებით ცხოვრებაზე.


სუფთა ჰაერი და გამწვანებული გარემო პრიორიტეტიაა დეველოპერებისთვისაც, რომლებმაც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე არაჩვეულებრივი ტერიტორიის განაშენიანება გადაწყვიტეს. Tbilisi Hills Golf & Residences უნიკალური პროექტია მთელს ამიერკავკასიაში. კომპლექსი, რომელიც 331 ჰექტარზე განთავსდება საცხოვრებელი სახლების რამდენიმე ტიპის გარდა, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურულ ობიექტს და საქართველოში პირველ პროფესიონალურ გოლფის მოედანს მოიცავს.

პროექტის დაგეგმვის ეტაპიდანვე, მთავარი საზრუნავი არსებული ბუნებისა და ეკოსისტემის შენარჩუნება იყო. ასე გრძელდება დღემდეც. სწორედ ამიტომ, თბილისი ჰილსის მაცხოვრებლები თუ სტუმრები ტერიტორიაზე ხშირად ხვდებიან კურდღლებსა თუ იშვიათი ჯიშის კუებს. აქ სიმწვანე ყველგან არის. ტყე, რომელიც გარს ეკვრის კომპლექსის მთელს ტერიტორიას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის თანამედროვე არქიტექტურისა და ველური ბუნების სინთეზს. კომპლექსი ფერდობზე მდებარეობს, სწორედ ამიტომ ყველა ბინიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება თბილისზე, შავნაბადას მონასტერსა და ყაზბეგის მთაზე. აქ ტემპერატურე ქალაქთან შედარებით რამდენიმე გრადუსით დაბალია, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ცხელ ზაფხულში.


ვინც თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე ხვდება, მაშინვე გრძნობს ჟანგბადის უხვ რაოდენობას და შესაბამისად მოზღვავებულ ენერგიასაც. ენერგიის გარდა, სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს მთელს ჩვენს ორგანიზმზე და ძალიან ბევრი სასარგებლო ცვლილების გამომწვევიც არის. მათ შორის:

1. სუფთა ჰაერი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ასეთი ჰაერის ორგანიზმში შედინება ხელს უწყობს საკვების ეფექტიანად მონელებას და მაშასადამე წონის კლებასაც.

2. აუმჯობესებს წნევასა და გულისცემას. თუ წნევა გაწუხებთ უნდა მოერიდოთ დაბინძურებულ გარემოსა და საცობებს.

3. სუფთა ჰაერი გვაბედნიერებს. რაც უფრო მეტ ჟანგბადს ვსუნთქავთ, უფრო მეტი სეროტონინი გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს ეძახიან.

4. სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

5. სუფთა ჰაერი წმენდს ფილტვებს. ტოქსინები ორგანიზმიდან განიდევნება, მას შემდეგ, რაც ამოვისუნთქავთ ფილტვების დახმარებით.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?