"ერთ კათხა ლუდში იმდენი, კალორიაა, რამდენიც ერთ "ჰოთ-დოგში”- ალკოჰოლი, შესაძლოა, თქვენი სიმსუქნის მიზეზი გახდეს
"ერთ კათხა ლუდში იმდენი, კალორიაა, რამდენიც ერთ "ჰოთ-დოგში”- ალკოჰოლი, შესაძლოა, თქვენი სიმსუქნის მიზეზი გახდეს
ალკოჰოლური სასმელების შესახებ, უამრავი მითი არსებობს, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ალკოჰოლური სასმელი საკმაოდ მაღალკალორიულია და ის, შესაძლოა, სიმსუქნის მიზეზადაც კი იქცეს.

ალკოჰოლის მიღება თქვენს წონაზე მკვეთრად აისახება. მაგალითად:
- ერთ ბოკალ ლუდში 180 კ/კალორიაა. ანუ, დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთ "ჰოთ-დოგი“ - ში;
- ერთ საშუალო ჭიქა გაზიან სიდრში 220 კ/კალორიაა, ისევე, როგორც ერთ ცალ დონატში;
- 175 მლ. ღვინოში, (საშუალო ზომის ჭიქა,) 160 კ/კალორიაა, ანუ, იმდენი, რამდენიც ერთ ჭიქა
მაღალკალორიულ ყავა ლატეში;
- ერთ ჭიქა შამპანურში 90 კ/კალორიაა, ეს დაახლოებით იმდენია, რამდენსაც საშუალო ზომის შოკოლადში მოიცავს.
- 25 მლ. სპირტიან სასმელში 60 კ/კალორიაა, რაც ერთი პატარა ბანანის ტოლფასია;
- 275 მლ. ალკოპოპში 170 კალორიაა, რაც ნოყიერი ნამცხვრის ერთ მოზრდილ ნაჭერს უდრის;

გარდა წონისა, ალკოჰოლის
მიღება, მარტივად აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას და ის, უამრავ ვერაგ დაავადებასაც იწვევს.
კერძოდ:

- საყლაპავის კიბოს შემთხვევების 75% ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება;
- ყელის, ხახისა და ხორხის კიბოთა შემთხვევების 50% სწორედ ალკოჰოლის სისტემატური მოხმარებითაა გამოწვეული.
- ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება ქალებში ძუძუს კიბოს გაჩენის რისკს 10%-ით ზრდის;
- პანკრეატიტის შემთხვევათა დაახლოებით 65%, ხშირი და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებითაა გამოწვეული;
- საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარებით შესული პაციენტების 47%-ს, ალკოჰოლის მ იღება უდგინდება, 35% კი, სწორედ მისგანაა მოწამლული. მოწამლულთა 75%-ს ქრონიკული ალკოჰოლიზმის ნიშნები აქვს;
- ალკოჰოლის მომხმარებელთა 35%-ზე მეტს ალკოჰოლური ჰეპატიტი აქვს. ალკოჰოლური ჰეპატიტი კი არის დაავადება, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აზიანებს!
- ღვიძლის კიბოს შემთხვევების 36%-ზე მეტი ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარებით არის გამოწვეული;
- ახალგაზრდებში უბედური შემთხვევების უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და გარეგნობას, დაფიქრდით სანამ ალკოჰოლის მიღებას გადაწყვეტთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები