მსოფლიოს 5 ულამაზესი "მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება - კვირის პალიტრა

მსოფლიოს 5 ულამაზესი "მწვანე შენობა“, რომელთა შორის მალე თბილისში მდებარე კორპუსიც იქნება

ჩვენ გარემოზე ყოველდღიურად ვზემოქმედებთ და ამ ყველაფრის შედეგებს უკვე საკუთარ თავზეც ვგრძნობთ: იცვლება კლიმატი, მცირდება რეკრეაციული სივრცეები, ფერხდება ფლორისა და ფაუნის ზრდა-განვითარება. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ზიანს, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჩვენმა წინდაუხედავმა ქმედებებმა გამოიწვია და ვცდილობთ, ეკო-მეგობრულები გავხდეთ.

სწორედ ამ ტენდენციამ განაპირობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეკო-მეგობრული ოფისებისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ეს შენობა-ნაგებობები ტრადიციულ შენობებზე გაცილებით ესთეტიკური, ენერგოეფეტური და საცხოვრებლად ჯანსაღია.

ჩვენ შევარჩიეთ გამწვანებული 5 შენობა-ნაგებობა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საცხოვრებელი კორპუსი მალე საქართველოშიც იქნება.

1. Hotel Paris - პარიზი, საფრანგეთი

ეს ულამაზესი ეკო-მეგობრული მაღალი კლასის სასტუმრო იაპონურმა არქიტექტურულმა ფირმამ Kengo Kuma + Associates-მა დააგეგმარა. სასტუმრო მოიცავს ულამაზეს ბაღებსა და დიდ ტერასებს, მის ძირითად ნაწილში ბუნებრივი ხეა გამოყენებული. სასტუმრო ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, მას ხშირად პარიზის ფილტვებსაც ეძახიან.

აღსანიშნავია, რომ ეს საფრანგეთის დედაქალაქის ერთადერთი მწვანე ნაგებობა არ არის.

2. M6B2 Tower of Biodiversity - პარიზი, საფრანგეთი

შენობას გარშემო ფოლადის ბადე აქვს შემოვლებული, რომელიც მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის ერთგვარი დამცავი საშუალებაა. მისი მწვანე ფასადი სიახლის, სიჯანსაღის, განცდას ქმნის და მნახველი აღტაცებაში მოჰყავს.

3. Ravel Plaza - ამსტერდამი, ნიდერლანდები

Ravel Plaza ამსტერდამის ულამაზესი შენობათა კომპლექსია, სადაც ადამიანები ჯანსაღ გარემოში მუშაობენ, ისვენებენ და ერთობიან.

კომპლექსი მწვანე საფარსა და ხეებს მოიცავს. სახლებს ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედები აქვს. ასევე, ყველა ბინას აქვს თავისი აივანი, რომელიც მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული.

4. Vertical Forrest - მილანი, იტალია

რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ შენობის ფოტოსურათი არ უნახავს. მილანის ეს "ვერტიკალური ტყე“ არა მხოლოდ ლამაზი შენობა, არამედ ჯანსაღი გარემოცაა.

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის, ბევრი ავტომობილი მოძრაობს და უამრავი ბიზნეს ცენტრი მდებარეობს. "ვერტიკალური ტყე“ კი ამ "უმოწყალოდ“ გაშენებულ ურბანულ გარემოში ულამაზეს სანახაობას ქმნის.

რაც მთავარია, ამ შენობაში მყოფებს არ აწუხებთ გამონაბოლქვი, ჩახუთულობა, ბეტონის კედლები და სტრესული გარემო, აქვთ მშვიდი სივრცე და რელაქსაციის საშუალება.

5. "რეტრო დადიანი“ - თბილისი, საქართველო

მილანისა და პარიზის მცხოვრებლების მსგავსად, დაბეტონებული ქუჩები თბილისელებსაც აწუხებთ. წლების განმავლობაში, აქტიური ურბანიზაციის გამო, მწვანე საფარის დიდი ნაწილის განადგურებამ, ქალაქს ფაქტობრივად, სუნთქვის საშუალება არ დაუტოვა.

საქართველოშიც გამოჩნდა კომპანია, რომელიც გეგმავს, საცხოვრებელ კორპუსში მწვანე სივრცე მოაწყოს. თანამედროვე კონცეფციის თანახმად, შენობის სახურავზე მოწყობილი მწვანე სივრცე აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და წარმოადგენს ჟანგბადის დამატებით წყაროს; უზრუნველყოფს თერმულ იზოლაციას და ჩვეულებრივ სახლთან შედარებით, უფრო ენერგოეფექტურია; ქმნის ლამაზ და მიმზიდველ ვიზუალს; წვიმის შედეგად, სახურავიდან გადმოსული წყლის რაოდენობა მცირდება და არ ზიანდება წყალსადენი არხები, - ეს სახურავზე გამწვანების მოწყობის დადებითი მხარეების მცირე ჩამონათვალია.

რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ და ჩვენმა ოჯახის წევრებმა ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, ამიტომ კომპანია "რეტრო ქონსთრაქშენმა“ კორპუსის ადგილმდებარეობად გლდანი-ნაძალადევის ტერიტორია, ცოტნე დადიანის ქუჩა შეარჩია. პროექტი 11-სართულიანია და საინტერესო, თანამედროვე ვიზუალით იქნება გამორჩეული, რაც დედაქალაქის ამ უბანს თავის ხიბლს შესძენს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქალაქში მდებარე მწვანე შენობების მსგავსად, "რეტრო დადიანიც“ უმაღლესი ხარისხის მასალებით იქნება აგებული (ალუმინის კარ-ფანჯარა, ალუმინის ვიტრაჟები, უკრაინული არმატურა, "ლაფარჟე“ ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალები და ა.შ).

თბილისის პირველი მწვანესახურავიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.