"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს - კვირის პალიტრა

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

"თბილისი ენერჯი" ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. როგორც კომპანია "თბილისი ენერჯიდან" გვაცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს, 21:00 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად მეორე დღიდან დაიწყება და 11 აგვისტოს, 20:00 საათამდე სრულად აღდგება. მათივე ინფორმაციით, "თბილისი ენერჯი" აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.

ერთ-ერთი ასეთი სამუშაო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავ საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად 1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება.

"კომპანია "თბილისი ენერჯის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება.

კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)