"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსმა" სასკოლო სეზონი უკვე გახსნა - რა სიახლეებით ხვდება მაღაზიათა ქსელი ახალ სასწავლო წელს

"ყველაზე დაბალ ფასად კალმებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 15 თეთრიდან იწყება და ესეც სააქციო ფასია"

ზაფხული თითქმის მიიწურა და სასწავლო სეზონი ნელ-ნელა გვიახლოვდება. ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება ზაფხულის სიცხისგან დასვენებისა და მოდუნებისგან ერთგვარ გამოღვიძებას ჰგავს, როგორც შემოქმედებითი, ისე საქმიანი თვალსაზრისით.

სწავლის დაწყებამდე ყველა, განსაკუთრებით მოსწავლეების მშობლები, ცდილობს მეცადინეობისთვის საჭირო ინვენტარი შვილებს დროულად შეუძინოს, რათა არდადეგების ბოლო დღეებში დაუსრულებელ რიგებში არ მოუწიოთ დგომამ. სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვიტა წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" 5 აგვისტოდან მაღაზიებში სასკოლო ინვენტარის სრული ასორტიმენტის შეტანა, რაც მთავარია, სააქციო ფასებად.

"ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს უამრავი სიახლით ხვდება. ყველასთვის ნაცნობი ქართული ბრენდი Ponto განახლებული და უფრო ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი. ასევე, განახლდა უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო ნივთების ბრენდ "მილანის" კოლექციაც და ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებით ხვდება "ბიბლუსი" ახალ სასწავლო წელს და სასკოლო ინვენტარზე როგორი იქნება მინიმალური ფასები, ამის შესახებ "ბიბლუსის" კომერციულ დირექტორს თიკო ფეიქრიშვილს ვესაუბრეთ:

- გასულ წელთან შედარებით, ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულად მოემზადეთ. რა სიახლეები დახვდებათ "ბიბლუსის" მაღაზიებში დღეიდან შესულ მომხმარებლებს?

- წელს სასკოლო პროდუქციის გამორჩეულად ფართო ასორტიმენტი გვაქვს. მთელი წელია, "ბიბლუსი" განსაკუთრებით იმპორტზე მუშაობს - პროდუქციის დიდი ნაწილი როგორც ევროპიდან, ისე ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, სადაც ჩვენს ქართულ ბრენდ Ponto-ს პროდუქციასაც ვაწარმოებთ.

წელს დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ, შესაბამისად, პროდუქციის მოცულობა საგრძნობლად გავზარდეთ და გვექნება ისეთი ასორტიმენტი, რომელიც გასულ წლებში "ბიბლუსში" არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა.

"ბიბლუსში" შესულ მომხმარებელს ძალიან ბევრი ლამაზი და გამორჩეული პროდუქცია დახვდება, რადგან წელს გერმანიასა და ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური საკანცელარიო გამოფენებიდან არაერთი ულამაზესი ვიზუალი წამოვიღეთ.

- Ponto -ს მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს, რას მოიცავს ის? - Ponto არის "ბიბლუსის" ბრენდი, რომელიც უკვე წლებია, "ბიბლუსის" ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენ Ponto-ს პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებისთვის სპეციალურად შევქმენით ახალი დიზაინები უსაყვარლესი საბავშვო გმირებით, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდხანს მუშაობდა მხატვარი, შედეგად კი მივიღეთ ულამაზესი საბავშვო ვიზუალის ფანქრები, აკვარელები, ზეთის აკვარელები, პლასტილინები და სხვა პროდუქცია.

სიახლეა Ponto-ს ორი ახალი ხაზი: Ponto Kიდს -ი ანუ საბავშვო პროდუქცია, რომელიც შედარებით დაბალი კლასის სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და Ponto Pრემიუმ-ი, რომელშიც შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქციაც არის წარმოდგენილი და უფრო მაღალი კლასის სეგმენტზეა მორგებული. ამ კატეგორიაში შევა გამორჩეულად მაღალი ხარისხის ფანქრები, რომლებიც შეიძლება პროფესიონალური ხატვისთვისაც გამოვიყენოთ. ასევე, გვაქვს გამორჩეულად საინტერესო სამ- და ორგანზომილებიანი პენალები, რომლებიც სასკოლო ნივთებით არის დაკომპლექტებული (ფლომასტერებით, ფანქრებით, მაკრატლებით და ა.შ).

მომხმარებელს პენალებისა და ჩანთების ძალიან დიდ არჩევანს ვთავაზობთ. ეს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც კომპლექტებად, ისე ცალ-ცალკეც და მოსწავლეებს მათი ერთი ტიპის ვიზუალით თემატურად "აწყობის" საშუალება მიეცემათ.

PPonto-ს ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ, წლის დასაწყისიდან ვმუშაობთ და იმედია, ძალიან კარგი შედეგებიც გვექნება და მოსწავლეები ჩვენი პროდუქციით კმაყოფილი დარჩებიან.

- "ბიბლუსის" ქსელში სასკოლო ნივთების სააქციო ფასებად გაყიდვა როდის დაიწყება?

- "ბიბლუსში" 5 აგვისტოდან უკვე დავიწყეთ Bაცკ ტო სცჰოოლ-ისთვის, ანუ სკოლისთვის სამზადისი. ამ პერიოდში სააქციო ფასები დაწესდა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველაზე საჭირო და პრიორიტეტულია. ესენია ფანქრები, რვეულები, კალმები, აკვარელები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს რვეულებიც გამორჩეული ვიზუალით გვაქვს წარმოდგენილი. ამ ტიპის ინვენტარიც Ponto-ს ბრენდშია გაერთიანებული და ჩვენი დიზაინერები დიდი რუდუნებით, დიდხანს მუშაობენ ხოლმე. "ბიბლუსმა" შეცვალა ჩვენი ბავშვობის დროინდელი დიზაინები და მესამე წელია, რვეულები თანამედროვე ვიზუალებით იბეჭდება. რვეულების გარეკანები თემატურად არის დაყოფილი: კინოხელოვნების, სპორტული, ბუნების და ა.შ.

- Ponto-ს გარდა, "ბიბლუსში" ესპანური ბრენდის "მილანის" პროდუქციაც არის წარმოდგენილი, რომელმაც წლებია, ერთგული მომხმარებელი შეიძინა. წელს განახლდა თუ არა ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი? - "ბიბლუსი" საკანცელარიო პროდუქციის წამყვანი ესპანური ბრენდის "მილანის" ექსკლუზიური პარტნიორია.

"მილანი" ქართველი მომხმარებლისთვის უკვე კარგად ცნობილი მაღალი კლასის პროდუქციაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს ბაზარზე არსებობს და საკმაოდ მოთხოვნადი და გამორჩეულია. Ponto-ს მსგავსად, წელს "მილანსაც" ფართო ასორტიმენტი და გამორჩეული დიზაინი აქვს.

5 აგვისტოდან "ბიბლუსის" ქსელში წარმოდგენილია ლამაზი ვიზუალის ხარისხიანი ჩანთები და პენალები. აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს სპეცფასები, რაც ჩვენი ერთწლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგია და რაც მთავარია, სასკოლო პროდუქცია "ბიბლუსში" ყველაზე დაბალ ფასადაა წარმოდგენილი.

- საინტერესოა, როგორია ძირითად ინვენტარზე მინიმალური ფასები?

- ჩვენთან ფანქრების ფასი 1.95 ლარიდან იწყება და რაც მთავარია, ეს სააქციო ფასია. ასევე, პენალების ღირებულებაც 1.95 ლარიდან იწყება და ხარისხისა და ვიზუალის მიხედვით იზრდება.

რაც შეეხება ზურგჩანთას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასკოლო ნივთია, მისი ფასი 11.95 ლარიდან იწყება. ეს არის ულამაზესი ვიზუალის ჩანთები, რომლებიც ბავშვებს ძალიან გამოადგებათ. რა თქმა უნდა, მათი ფასიც ხარისხისა და მოდელის მიხედვით იზრდება.

ყველაზე დაბალ ფასად კალმებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 15 თეთრიდან იწყება და ესეც სააქციო ფასია. რაც მთავარია, კალმების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს როგორც უმცროსკლასელებისთვის, ისე უფროსკლასელებისთვის. რაც შეეხება რვეულს, "ბიბლუსში" 48-ფურცლიანი რვეულის ფასი 55 თეთრია. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს სასკოლო ნივთების განსაკუთრებით დიდი არჩევანია და ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო ფასები ელოდება.

მარიამ მენაბდიშვილი